მიგრაციამსოფლიოnews

იმიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო დიდი ბრიტანეთი სავიზო წესებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთი იმიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო სავიზო წესებს ამკაცრებს.

„ბიბისის“ ცნობით, ამიერიდან უცხოელი ასპირანტები, რომელთა სწავლა კვლევით სამუშაოსთან არ არის დაკავშირებული, დიდ ბრიტანეთში ოჯახის წევრებს ვეღარ ჩაიყვანენ.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში უცხოელი ასპირანტების ნათესავებზე დიდმა ბრიტანეთმა 136 ათასი ვიზა გასცა. ეს 2019 წელთან შედარებით ცხრაჯერ მეტია.

ამავე მონაცემებით, საერთო ჯამში, 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე ბრიტანეთში კანონიერი საფუძვლით 700 ათასი ადამიანი ჩავიდა.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სავიზო წესების გამკაცრების მიზანი მიგრანტების რაოდენობის შემცირებაა.

ახალი წესების თანახმად, უცხოელი ასპირანტების პარტნიორები და შვილები ვერ გააკეთებენ განაცხადს ისეთ ვიზებზე, რომლებიც მათ დიდ ბრიტანეთში ბინადრობის უფლებას აძლევს. ეს შეზღუდვა მას შემდეგ მოიხსნება, რაც ასპირანტი სწავლას დაასრულებს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close