11 წლის ქართველი მომღერალი ბარბარე მახათაძე ესპანურ საბავშვო Voice-ში მონაწილეობს.
ესპანური კონკურსის La Voz Kids გადაცემები დღეიდან, 20 მაისიდან გავა Antena 3-ის ეთერში, დღეს ბრმა მოსმენა ესპანეთის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყება.
ბარბარეს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
მანამდე კი ბარბარე მახათაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მიიწვიეს. ინტერვიუს შემდეგ პატარა მომღერალმა შეასრულა ნატო გელაშვილის სიმღერა „თეთრ კლავიშებს“.
კომენტარები