„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია თავის ფეისბუქგვერდზე American Idol-ის ჟიურის წევრის ჰონორარებზე წერს.
იგი ამბობს, რომ ლაიონელ რიჩის ყველაზე ნაკლები ჰონორარი აქვს, არადა დანარჩენი ორი წევრის ჰონორარებზე გაცილებით მეტი უნდა ჰქონდეს.
„American Idol-ის წლევანდელი ჟიურის წევრების ჰონორარები: ქეითი პერი – 25 მლნ, ლიუკ ბრაიანი – 12 მლნ, ლაიონელ რიჩი – 10 მლნ. არადა, წესით, ლაიონელ რიჩის ქეითი პერის და ლიუკ ბრაიანის ჰონორარების ჯამი გამრავლებული მინიმუმ ორზე უნდა ჰქონდეს“. – წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.
კომენტარები