ქართველები უცხოეთში

ახალი დეტალები AMERICAN IDOL-ის კასტინგისა და კონკურსის შესახებ – ნუცა ბუზალაძის ინტერვიუ (ვიდეო)

„იმედის კვირა“ ნუცა ბუზალაძეს შეხვდა. მომღერალმა American Idol-ის კასტინგისა და კონკურსის შესახებ ახალი დეტალები გაამხილა. ბუზალაძე პირველი უცხოელი გახდა, რომელიც შოუს ტოპ-12-ში მოხვდა.

ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და თავის პირველ ამერიკულ ალბომზე მუშაობს. პარალელურად American Idol-ის ფინალისთვის ემზადება, სადაც 21 მაისს (თბილისის დროით 22 მაისს) იმღერებს ერთ-ერთ ცნობილ ვარსკვლავთან ერთად და ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

„ისე მავსებდა საქართველოსა და ჩემი ხალხის მხარდაჭერა, ჩემი ხალხის სიყვარული. ეს ისეთი ძალაა, რომ ვერავინ ვერასოდეს მომერევა, როცა ასეთი ერი მიდგას უკან. თქვენ არ იცით, რამდენს ნიშნავს, როცა შენი სისხლი გიჭერს მხარს. ეს უფრო დიდი მოტივაციაა, რომ უფრო წინ ვიარო. როგორც შევძლებ და რის საშუალებასაც მომცემს ჩემი თავი და ჩემი კარიერა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო [ჯორჯია] იცოდნენ, არა როგორც შტატი, არამედ როგორც ყველაზე მაგარი, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე დიდი კულტურის მქონე ერი. აი ეს მინდა, რომ ყველამ იცოდეს და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს“, – ამბობს მომღერალი.

დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close