არეულობა საფრანგეთის ქალაქებში – დაკავებულია, სულ ცოტა, 60 მომიტინგე (ვიდეო)
საფრანგეთის ქალაქებში პირველ მაისთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ქუჩებში 782 000 ადამიანი გამოვიდა. პროფკავშირების განცხადებით კი, დემონსტრაციებში 2,3 მილიონამდე მოქალაქე მონაწილეობდა,მათგან 550 000 – პარიზში.
ფრანგული მედიის ცნობით, პოლიციამ პარიზსა და სხვა ქალაქებში, მათ შორის, ლიონსა და ნანტში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემინსტრანტების წინააღმდეგ. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია, სულ მცირე, 60 მომიტინგე. სერიოზულად დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს.
ინციდენტს პოლიციის კომისართა დამოუკიდებელი გაერთიანების სპიკერი, მათიუ ვალე (Matthieu Valet) გამოეხმაურა.
„პარიზში პოლიციელი ცეცხლის ალშია გახვეული! როდემდე მოვუთმენთ ამ მეამბოხეებს, რომლებსაც ჩვენი დემოკრატია მძევლად ჰყავთ აყვანილი? მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს, პოლიციელებსა და ჟანდარმებს“, – განაცხადა მათიუ ვალემ.
საფრანგეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და ავტობუსის გაჩერებას ცეცხლი წაუკიდეს . ლიონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანები და ველოსიპედები დაწვეს.
Les pauvres CRS qui éborgnent, émasculent et tabassent tout ce qui bouge, j’ai une larme 🤡 pic.twitter.com/xZox4hCOeT
— Shuya (@Shuyaftw) May 1, 2023
Ces images sont juste insupportables… https://t.co/wwJQrrnAVR
— Diane Delahaye 🌻Anti RN et LFI (@DianeDelahaye13) May 1, 2023
მშრომელთა დაცვის საერთაშორისო დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სადავო საპენსიო რეფორმა, რომელიც საფრანგეთში საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები