ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1-7 მაისი

2023 წლის 4 მაისამდე მზარდი მთვარის პერიოდია, 5 მაისს სავსე მთვარე იქნება, 6 მაისიდან კი მთვარე კლებას დაიწყებს. ზოდიაქოს ბევრი ნიშანი ამ პერიოდს აქტიურად გაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადი სიტუაცია ძალზე ოპტიმისტური იქნება. კვირის პირველი ნახევარი ხელსაყრელია გადამწყვეტი მოქმედებებისთვის, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და კარიერასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. პარასკევს (სავსე მთვარე) შეეცადეთ თქვენ ირგვლივ ჰარმონია და სიმშვიდე სუფევდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. კვირის ბოლოს ბევრ ადამიანს საინტერესო ნაცნობობის, მეგობრული შეხვედრებისა და რომანტიკული ურთიერთობის შესაძლებლობა ექნება.

 

ვერძი

შესაძლოა ამ კვირაში ყველაზე წინ წამოვიდეს კარიერული საკითხები, თქვენ კი გსურთ, რომ დაისვენოთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ, პიკნიკი მოაწყოთ. რა იზამ?! ალბათ ერთდროულად მოგიწევთ სამსახურსა და დასვენებაზე ფიქრი. არ არის გამორიცხული, რომ ახალმა გარემოებებმა უკვე დასრულებული პროექტის ხელახლა გადახედვა გაიძულოთ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. მარტო მუშაობა უფრო კარგ შედეგს მოიტანს. ასევე შეგიძლიათ გქონდეთ მოლოდინი, რომ ძველი კონფლიქტი თქვენ გარშემო მყოფებთან მოგვარდება, რაც სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის მოპოვების საშუალებას მოგცემთ.

სასიკეთო დღეები: 1, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

 

კურო

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია რაღაცის შესაცვლელად და ახლის დასაწყებად. ახლა არ არის დრო, რომ მხოლოდ დინებას მიჰყვეთ. კვირის პირველ ნახევარში თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპტიმიზმი. ოთხშაბათს შანსი გექნებათ, რომ პირად ფრონტზე გამარჯვების გემო იგრძნოთ. ხუთშაბათი საინტერესო ნაცნობობას მოგიტანთ. შაბათს ყველას ვერ მოეწონებით, მაგრამ გარშემო მყოფებიდან თქვენს წამოწყებას ბევრი დააფასებს და გვერდით დაგიდგებათ. კვირის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ტყუპი

ამ კვირაში შესაძლებელი იქნება ყველაზე გაბედული გეგმების რეალიზებაც კი, რომლებიც მიუღწეველი ჩანდა. პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელს უშლიდა თქვენს მშვიდად ცხოვრებას, ზედმეტი ძალების ჩარევის გარეშე, საბოლოოდ მოგვარდება. თქვენი შემოქმედებითი ენერგია, სიცოცხლისუნარიანობა, ოპტიმიზმი, ეფექტურობა და ინტუიცია მნიშვნელოვნად გაიზრდება. საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ: მოგიწყობთ საოცნებო პაემანს, გამოგიგზავნით ვარდების დიდ თაიგულს. არსებობს შანსი, რომ მკვეთრად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. კარგი კვირაა კინოში და თეატრებში წასასვლელად, მეგობრების მოსანახულებლად.

სასიკეთო დღეები: 1, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში სასურველია თქვენი სურვილები თქვენივე შესაძლებლობების ჭრილში შეაფასოთ და ისე იმოქმედოთ. ამ დღეებში შეიძლება ბევრი პრობლემა და გაუგებრობა შეხვდეს მათ, ვინც დიდად არ იწუხებს თავს, რომ თავისი ქმედებების შედეგებზე წინასწარ იფიქროს. შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ ყველაზე მნიშვნელოვანზე და ერთდროულად რამდენიმე წვრილმანზე არ იფიქროთ. კვირის ბოლოს ბევრი რამ გაირკვევა და იგრძნობთ, რომ წარმატება ახლოსაა. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. შაბათ-კვირას შეეცადეთ გამონახოთ დრო საყვარელ ადამიანებთან დასაკავშირებლად.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ლომი

ამ კვირაში მეგობრებისა და ოჯახის წევრების ყურადღების ცენტრში იქნებით თქვენთვის სასიამოვნო მიზეზების გამო. შეძლებთ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას თქვენი ხიბლით და გააფართოებთ სოციალურ წრეს ვარსკვლავების გავლენის გამო. შეიძლება მოულოდნელად ელიტურ წრეში აღმოჩნდეთ, აღმოაჩინოთ პოეტური საჩუქარი საკუთარ თავში ან ხატვა დაიწყოთ. უბრალოდ, ბრმად ნუ ენდობით სხვა ადამიანების მოსაზრებებს, უკეთ მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ზოგიერთ თქვენს ახლო მეგობარს შეიძლება თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს რაიმე მნიშვნელოვან საქმეში. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 5, 7.

არასასიკეთო დღე: 1.

 

ქალწული

კვირის პირველი ნახევარი საშუალებას მოგცემთ, წარმატებით გაუმკლავდეთ ბევრ დაგროვილ და მტკივნეულ პრობლემას. მეორე ნახევარში კი თქვენი გეგმები მკვეთრად შეიცვლება, არ არის გამორიცხული, რომ სამოგზაუროდ ვერ წახვიდეთ. საფრთხის ქვეშ დადგება ტრადიციული შეხვედრაც მეგობრებთან. პოზიტიური განწყობა და თავდაჯერებულობა ხელს შეუწყობს ამ პერიოდის ადეკვატურად გატარებას. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას დაეყრდნოთ. კვირის ბოლოს იღბალი ქალწულების არსებობას გაიხსენებს. შაბათ-კვირას ვარსკვლავები რომანტიკულ განწყობაზე მიუთითებენ.

სასიკეთო დღეები: 4.6.

არასასიკეთო დღე: 3.

 

სასწორი

ეს კვირა სასიამოვნო მოვლენებით გაგახარებთ. მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. თუმცა სამსახურში უმჯობესია შეუმჩნეველი იყოთ და ყურადღება არ მიიპყროთ. კიდევ ერთხელ ცადეთ, რომ თვალში არ მოხვდეთ ხელმძღვანელობას – თავად მოგძებნიან! საოჯახო საქმეებში არ აჩქარდეთ, ვარსკვლავები არ გირჩევენ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას. შაბათ-კვირას კარგი იქნება, რომ მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს, წადით სტუმრად, კონცერტზე, ეწვიეთ გამოფენას.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მორიელი

ეს კვირა, ზოგადად, ხელსაყრელია ახალი იდეების დასაწყებად. იმოქმედეთ, ახლა ბევრს მიაღწევთ! პრობლემები, რომლებმაც ხელი შეგიშალათ პროფესიულ წინსვლაში, თავისით მოგვარდება. აკეთო ის, რაც გიყვარს, დიდი სიამოვნება და ჰარმონიული ცხოვრების საწინდარია. პირად ცხოვრებაში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში არ გამოიჩინოთ ეგოიზმი, არ დაუშვათ არაფერი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ახლობლებს. იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანების მიმართ და ისინი აუცილებლად სიკეთით გადაგიხდიან.

სასიკეთო დღეები: 2, 6.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში აუცილებლად დაიწყეთ ინფორმაციის შეგროვება საკითხზე, რომლის გადაწყვეტასაც გეგმავთ, ნუ დააყოვნებთ ექსპერტებთან კონსულტაციას. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ნუ დაიწყებთ საქმეებს, თუ არსებობს მათი შეუსრულებლობის რისკი და არ დაეთანხმოთ საეჭვო შემოთავაზებებს. შეეცადეთ არსებული სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. პირად ცხოვრებაში ვარსკვლავები სიურპრიზებს გამორიცხავენ. ვინც ჯერ კიდევ ვერ იპოვა ცხოვრების პარტნიორი, რეალურად უნდა შეხედოს გრძნობების სფეროს და მიატოვოს იდეალის ძიება.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

თხის რქა

მთელი რიგი ვარსკვლავების გავლენის გამო, ეს კვირა ძალიან ხელსაყრელი იქნება თითქმის ყველა თქვენგანისთვის და განსაკუთრებით თხის რქის ნიშნის წარმომადგენელი ქალებისთვის, რადგან ისინი უფრო მეტად აფასებენ საყვარელ ადამიანებს. საკმარისი დრო გექნებათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დასასვენებლად. სახლში ატმოსფერო მყუდრო, მშვიდობიანი და მშვიდი, კომუნიკაციისა და საყვარელი საქმიანობისთვის ხელსაყრელი იქნება. გამოიყენეთ ეს პერიოდი პოზიტიური ცვლილებების შესატანად როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. უფრო მეტად ენდეთ თქვენს გრძნობებს, ისინი არ მოგატყუებენ. შაბათი შესანიშნავი დროა მოგზაურობის დასაწყებად.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

 

მერწყული

ეს კვირა მნიშვნელოვანი პერიოდია, რომ დაიწყოთ კორექტირება პირად ურთიერთობებში. უბრალოდ არ გადახვიდეთ უკიდურესობებში, არ იფიქროთ, რომ არავის სჭირდებით. კვირის შუა რიცხვებში მნიშვნელოვანი შეხვედრები დაგეგმეთ. სამსახურში რაც უფრო აქტიურად აწარმოებთ მოლაპარაკებებს, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. ხუთშაბათის ღონისძიებები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას მოგცემთ. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, ნუ დააყოვნებთ კითხვის დასმას, ნუ უპასუხებთ პროვოკაციებს და მოვლენების განვითარებით იმედგაცრუებული არ დარჩებით. შაბათ-კვირას შეეცადეთ, თავი აარიდოთ კატეგორიულ განცხადებებს.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 1.

 

თევზები

როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, ბევრი თქვენგანისთვის ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია კარიერისა და მნიშვნელოვანი პირადი საკითხების გადასაჭრელად. უნდა გახსოვდეთ, რომ აპათია და სიზარმაცე კარგ შედეგს არ მოიტანს. არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც, სავარაუდოდ, სამსახურს ან ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. შესაძლოა დაგჭირდეთ გარკვეული სახსრები სახლის რემონტისთვის, ავეჯის შესაძენად და ა.შ. სასურველია არ გამოიჩინოთ ეგოიზმი და ოჯახის წევრების ინტერესებიც გაითვალისწინოთ. ზოგადად, ეს კვირა წარმატებებს გპირდებათ, მხოლოდ გონივრული დამოკიდებულება და მოთმინებაა მნიშვნელოვანი.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 6.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close