ვიდეოკინო/ფილმები

რა ადგილები ჩანს საქართველოში გადაღებული ამერიკული ფილმის ტრეილერში (ვიდეო)

მისტიკური მძაფრსიუჟეტიანი ფილმ Angels Fallen: Warriors of Peace-ის ტრეილერში საქართველოს არაერთი ღირსშესანიშნავი ადგილი ჩანს, მათ შორის, უფლისციხე, ქართლის დედა, „საქართველოს ისტორიის“ კომპლექსი(თბილისური სტოუნჰენჯი), მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შიდა ინტერიერი.

კინოსაიტ IMDB-ზე ფილმს წარმოების ქვეყნად აშშ აქვს მითითებული. პროექტს შვედი რეჟისორი ალი ზამანი ხელმძღვანელობს. ფილმში მონაწილეობენ 90-იანი წლების ვარსკვლავი და Playboy-ს ყოფილი მოდელი დენის რიჩარდსი და „ოსკაროსანი“ მსახიობი კუბა გუდინგ ჯუნიორი. მისტიკური მძაფრსიუჟეტიანი სურათი 2020 წლის Angels Fallen-ის გაგრძელებაა.

Angels Fallen: Warriors of Peace-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close