ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ტაქსის ქართველი მძღოლი ვარშავაში ცნობილი პოლონელი მსახიობის ცემაშია ბრალდებული (ვიდეო)

ცნობილმა პოლონელმა მსახიობმა მარჩინ ბოსაკმა ვარშავის ცენტრში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ცნობილ არტისტს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეა. ის თანამზრახველთან ერთად პოლიციამ უკვე დააკავა.

თავად მსახიობმა მომხდარის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერშიც ისაუბრა. მისი თქმით, ბრალდებული საქართველოს მოქალაქე „უბერის“ ტაქსის მძღოლია. ინციდენტის მიზეზი კი საავარიო სიტუაცია გახდა.

მსახიობის ცემაში ბრალდებული 40 წლის მამაკაცია, სახელად რუსლანი. მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლონეთში ძალადობის ბრალდებით ტაქსის ქართველი მძღოლი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ კლიენტზე ძალადობისთვის ხელბორკილები ასევე საქართველოს მოქალაქეს დაადეს.

პოლონეთის სასამართლოში განიხილება მგზავრებზე სექსუალური ძალადობის რამდენიმე საქმეც, სადაც ბრალდებულები ასევე „უბერისა“ და „ბოლტის“ კომპანიების ქართველი მძღოლები არიან. გახშირებული შემთხვევების გამო პოლონეთში ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზირების გამკაცრებას განიხილავენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close