მსოფლიოპოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა (ვიდეო)

თურქეთის ტელეარხები იძულებული გახდნენ, პირდაპირი ეთერი შეეწყვიტათ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინტერვიუს დროს, რადგან საუბრის დაწებიდან ათ წუთში ერდოღანმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TRT-ს ინფორმაციით, 25 აპრილს საღამოს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტი ერდოღანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს აძლევდა ტელეკომპანიების, Ulke TV-ს და Kanal 7-ის ჟურნალისტებს.

პირდაპირი ეთერი დაახლოებით 10 წუთის შემდეგ განახლდა, ერდოღანმა ბოდიში მოიხადა, თქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე სამუშაო ჰქონდა, თან ვირუსული გასტროენტერიტით დაავადდა, შემდეგ კი ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი 27 აპრილის წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესმა“ მმართველ პარტია „სამართლიანობისა და განვითარებაზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

 

27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაესწრება აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალს, რომელშიც, ასევე, დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი ავრცელებს.

მანვე კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერდოღანმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა და საავადმყოფოში იმყოფება.

14 მაისს თურქეთში პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები იმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ ლიდერის, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური „რესპუბლიკური ალიანსის“ კანდიდატი, 74 წლის ქემალ კილიჩდაროღლუა.

ერდოღანი  თურქეთის პრეზიდენტის პოსტს 2014 წლის აგვისტოდან იკავებს, მანამდე, 2003 წლიდან იგი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close