რჩევებიშეუცნობელი

მფარველ ანგელოზთან ურთიერთობის რვა წესი – ზებუნებრივი მცველი

ალბათ ხშირად გსმენიათ ნაცნობებისგან, თუ როგორ გადაურჩნენ უბედურ შემთხვევას წამის მეასედებში, როგორ იხსნა ისინი ფათერაკისა და მძიმე დაზიანებისგან გაუაზრებლად შეყოვნებამ ან აჩქარებამ, მარჯვნივ თუ მარცხნივ ნაბიჯის რატომღაც გადადგმამ, ვიღაცის მოულოდნელად გამოჩენამ…

ჰო, ასეც ხდება, ქუჩაში მიმავალი, შესაძლოა, ვინმემ უბრალოდ შეგაჩეროთ, რაღაც გკითხოთ, დაგაყოვნოთ და ამით იმ განსაცდელს აგარიდოთ, რომელიც თურმე იქვე, ფეხის ერთ გადადგმაზე იყო ჩასაფრებული – თუნდაც აივნიდან გადმოვარდნილი ქოთნის ან ტროტუარზე შემოვარდნილი მანქანის სახით… და მერე გაიფიქროთ – „ნამდვილად ჩემმა მფარველმა ანგელოზმა გადამარჩინა“.

და იქნებ მართლაც!

ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრს გვწამს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალა, რომელიც გამუდმებით თან გვახლავს და გვიცავს.

ამბობენ, რომ მფარველი ანგელოზი ადამიანს მთელი ცხოვრება თან დაჰყვება სწორი გზის მაჩვენებლად და ხიფათის ამრიდებლად. ეს ყველას სმენია, მაგრამ მფარველ ანგელოზთან ურთიერთობა, ანუ როგორ სთხოვოს მას დახმარება, ბევრმა არ იცის.

არადა თურმე საამისოდ რვა სპეციალური წესიც კი არსებობს, რომლებიც ასე გამოიყურება:

1.მფარველი ანგელოზი მუდამ მზადაა დაგეხმაროთ, წვრილმანი პრობლემების მოგვარებაშიც კი, მაგრამ არ ღირს მისი საჭიროების გარეშე შეწუხება. ესაუბრეთ მას იმ პრობლემებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში გაწუხებთ. უამბეთ მას ყველაფერი გინდ ხმამაღლა, გინდ ჩუმად, საკუთარ ფიქრებში.

2.მფარველი ანგელოზის დახმარება მომავალში იჩენს თავს. ანუ როდესაც ისინი გვეხმარებიან, ისეთ ვითარებას „ამუშავებენ“, რომელიც სასურველ შედეგამდე მომავალში მიგვიყვანს. ამიტომ თუ დახმარების თხოვნის შემდეგაც კი ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ელოდით, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. იცოდეთ, რომ ეს სწორედ ის გზაა, რომელიც მფარველმა ანგელოზმა თქვენთვის აარჩია, ვინაიდან მან უწყის, რა ჯობს თქვენთვის.

3.თუ ჩიხში აღმოჩნდით, სთხოვეთ დახმარება მფარველ ანგელოზს და ყური მიუგდეთ შინაგან ხმას. ის მოგცემთ პასუხს შეკითხვაზე, როგორ მოიქცეთ.

4.ნუ შეგეშინდებათ მფარველი ანგელოზისა. რაც არ უნდა ჩაიდინოთ, ის ვნებას არ მოგაყენებთ.

5.თუ თხოვნაზე პასუხს „გრძნობთ“, ანუ „გესმით“, როგორ უნდა განახორციელოთ ჩანაფიქრი, მერყეობისა და ეჭვების გარეშე დაიწყეთ მოქმედება. მაგრამ თუ აცნობიერებთ, რომ ვერ შეძლებთ იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც შინაგანმა ხმამ გიკარნახათ, ნუ შეუდგებით პრობლემების გადაჭრაზე მუშაობას.

6.არ ღირს მფარველი ანგელოზის „ჯადოსნური“ შესაძლებლობების შემოწმება. არასდროს დაუსვათ მას ისეთი კითხვა, რაზეც პასუხი იცით. პატივი ეცით იმიერ სამყაროს.

7.უსარგებლოა ისეთი კითხვების დასმა მფარველი ანგელოზისთვის, როგორიცაა „სად ვიპოვო განძი?“ ან „როგორ გავმდიდრდე?“ ისინი, უპირველესად, ჩვენი სულიერი სამყაროს მკურნალები და დამხმარეები არიან და ადამიანის მატერიალური კეთილდღეობით არ ინტერესდებიან.

8.იმისათვის, რომ მფარველი ანგელოზი მუდამ თქვენთან იყოს, გეხმარებოდეთ და გზას გიკვალავდეთ, ყოველ დილით წარმოთქვით ეს სიტყვები: „ანგელოზო ჩემო, იყავი ჩემთან. ცხოვრებას რწმენითა და შენთან მეგობრობით გავივლი“.

sputnik-georgia.com

უჩინარი მხსნელები – როგორ გვიცავენ მფარველი ანგელოზები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close