ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 24-30 აპრილი

გაზაფხულის მეორე თვის ბოლო კვირა მთვარის ზრდის ფაზას ემთხვევა. ეს არის მზიანი, ძლიერი და ქარიშხლიანი ენერგიების პერიოდი და 2023 წლის 24 აპრილიდან 30 აპრილამდე კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ენერგიის მოზღვავებას და მრავალი შემოქმედებითი იდეის დაბადებას ჰპირდება. მაგრამ დროდადრო ამაღლებულ განწყობას გაღიზიანება და აპათია ჩაანაცვლებს და უნდა შეეცადოთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყველაფერი გართობისა და დასვენებისთვის განგაწყობთ, იფიქრეთ სერიოზულ საკითხებზე და გჯეროდეთ, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ – ვარსკვლავები ამაზე მიანიშნებენ.

 

ვერძი

ეს კვირა ვერძისთვის წარმატებული იქნება. პოზიტიური ცვლილებები მოსალოდნელია როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. პერიოდულად მოგიწევთ ზოგიერთი საქმის დროებით გადადება, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მეტიც, შესაძლოა ხელშესახები შემოსავალი მიიღოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ რაიმე დიდი შესყიდვა, სავარაუდოდ, ის მანქანა შეიძინოთ, რომელზეც ოცნებობდით. რაც შეეხება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, ამ კვირაში ახლობლები ჩვეულებრივზე მეტად ყურადღებიანი იქნებიან თქვენ მიმართ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

ბუნებრივი გამომგონებლობა საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ ბევრ მნიშვნელოვან ამოცანას. შეეცადეთ არ გადაიტვირთოთ. ხუთშაბათს სავსებით შესაძლებელია თქვენი შორს მიმავალი გეგმების რეალიზება, არ გამოტოვოთ ეს ოქროს დრო. კვირის მეორე ნახევარი, ზოგადად, უფრო პროდუქტიული იქნება. პარასკევს შეძლებთ გაუმკლავდეთ ხანგრძლივ პრობლემას, რომელმაც მნიშვნელოვნად შეაფერხა თქვენი პროგრესი. და ნუ იტყვით უარს ნამდვილი მეგობრებისა და ნათესავების დახმარებაზე. შაბათს შესაძლოა, თქვენი იდეები ნამდვილად არ მოეწონოთ თქვენს ახლობლებს, მაგრამ ნუ გაღიზიანდებით, დაფიქრდით, იქნებ მათი დამოკიდებულება არც არის საფუძველს მოკლებული.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ტყუპი

ეს პერიოდი უმრავლესობისთვის სავსე იქნება სხვადასხვა ღონისძიებით. კვირის დასაწყისში შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდეთ. იმისათვის, რომ პრობლემებში არ ჩაიძიროთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ, მუშაობა განაგრძეთ, გამარჯვება მალე თქვენი იქნება. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის, გრძნობებსა და აზრებს შორის, რათა ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს. კვირის ბოლომდე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და სავსებით შესაძლებელია, რომ სანუკვარი სურვილიც შეგისრულდეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 29.

 

კირჩხიბი

სიტუაციამ, რომელიც ამ კვირაში სამსახურში განვითარდება, შეიძლება კოლეგებთან კამათში ჩაგითრიოთ, შეეცადეთ, საკითხს ფილოსოფიურად შეხედოთ და კამათი საინტერესო საუბარში გადაიტანოთ, – თქვენ ამას შეძლებთ. ჭორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და ინტრიგებში ნუ ჩაერევით. სამყაროზე პოზიტიური ხედვა ენერგიას მოგმატებთ და წარმატებების შანსს გაგიზრდით. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ეს საუკეთესო დროა მასზე ზრუნვისთვის. და არ დაგავიწყდეთ: თქვენი კეთილდღეობის გასაღები კარგი განწყობაა.

სასიკეთო დღეები: 24, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ლომი

ამ კვირაში შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრის მიღწევის შანსი გაქვთ, მაგრამ მოერიდეთ ცარიელ, უაზრო და დამქანცველ საუბრებს. წარმატება გელით, თუ თანამოაზრე ადამიანების გუნდში მუშაობთ. ბედი გათვლილ რისკს შემოგთავაზებთ და სწორი ფსონის დადებაშიც დაგეხმარებათ. შუა კვირაში შეიძლება რამე ემოციურმა საკითხმა შეგაწუხოთ, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი რეალური შესაძლებლობები. სწრაფი რეაქცია, სიმშვიდე და ქმედებებში თანმიმდევრულობა კარგ შედეგს მოგიტანთ. შაბათ-კვირას თავს მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნობთ.

სასიკეთო დღეები: 25,28.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ქალწული

ყველაფერი, რასაც ამ პერიოდში აკეთებთ, ნაყოფს გამოიღებს და თქვენი იდეები და აზრები დაფასდება. ეს განსაკუთრებით ეხება კარიერულ პერსპექტივას და პარტნიორობას. ხუთშაბათი ძალიან კარგი დღეა სამეცნიერო, შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური მუშაობისთვის, სწავლისა და ცოდნის გასაუმჯობესებლად. ამ დღეს მნიშვნელოვანია პუნქტუალურობა. თქვენი საყვარელი ადამიანები ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებიან. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ და უფრო აქტიური მუშაობისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 28.

 

სასწორი

დროა იფიქროთ წარსულის შეცდომების გამოსწორებასა და ახალი კონტაქტების დამყარებაზე. კვირის დასაწყისში არასასურველია ზედმეტი მოდუნება, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ზოგიერთი შემთხვევა გადაუდებელია და საჭიროა თქვენი აქტიურობა. სავარაუდოდ, თანამშრომლობის კარგ შემოთავაზებას მიიღებთ და ახალ პარტნიორებს შეიძენთ, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ვარსკვლავები არასანდო კომპანიასთან დაკავშირებით რისკს არ გამორიცხავენ. შაბათ-კვირას შეეცადეთ, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს საკმარისი დრო დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მორიელი

ამ კვირაში შეიძლება მოულოდნელად ჩაერთოთ ნათელი, საინტერესო მოვლენების მორევში. დადგა დრო, რომ ბევრი რამ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, ხელიდან არ გაუშვათ ხელსაყრელი მომენტი და დაიწყეთ თქვენი გეგმების განხორციელება. ოთხშაბათი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი დღე აღმოჩნდეს – სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ! ერთადერთი, ამ კვირაში მოგზაურობები შეზღუდეთ, რადგან ვარსკვლავები ბევრ თქვენგანს მცირე დაზიანებებზე მიუთითებენ. კვირის ბოლოს შეეცადეთ, ცოტაოდენი ყურადღება მაინც მიაქციოთ თქვენს სახლს, კარგი დროა, რათა დაგროვილი ძველმანები სინანულის გარეშე მოიშოროთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში სასურველია, ოცნებებმა არ გაგიტაცოთ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მკაფიო, კონკრეტული ამოცანები დაუსახოთ საკუთარ თავს. სამშაბათს ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. თქვენი ძალისხმევა კარგ შედეგს გამოიღებს, თუ საკუთარი გონებით იცხოვრებთ და სხვა, მით უმეტეს, უცხო ადამიანების რჩევებს ნაკლებად მიჰყვებით. მოერიდეთ სესხის აღებას და სამართლებრივ დავებში ჩაბმას. პარასკევს მონდომება და სიზუსტე შესაძლოა თქვენი დამხმარე აღმოჩნდეს. სახლში კარგი ატმოსფერო სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

 

თხის რქა

ამ კვირაში ბევრი შეხვედრა, სატელეფონო ზარი, მოლაპარაკება გელით. წარმატებებს უნდა ელოდოთ მივლინებების დროს და საოჯახო საქმეებში. უბრალოდ, ფრთხილად იყავით და არ გადალახოთ გონივრული საზღვრები კომუნიკაციისას. შეეცადეთ, მთავარ მიზნებზე კონცენტრირდეთ და ყურადღება უმნიშვნელო საკითხებზე არ გადაიტანოთ. ხუთშაბათს შეგიძლიათ სანდო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. კვირას ჯობია ყველა ოჯახური პრობლემა მშვიდობიანად მოაგვაროთ ან საკამათო საკითხები შემდეგი კვირისთვის გადადოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მერწყული

საინტერესო კვირა გელით, როდესაც შეძლებთ აქტიურად და ხალისით იმუშაოთ, ბევრ რამეში წარმატებას მიაღწევთ. ახალ ნაცნობებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თქვენი კარიერის ორგანიზებაში, ბიზნესიდეების განხორციელებაში. თუ პროფესიის შეცვლაზე ფიქრობთ, უმჯობესია დაელოდოთ, ვარსკვლავები „ამბობენ“, რომ ჯერ ამის დრო არ არის. შეეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და მეტი მოისმინოთ. პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული იმედგაცრუება. შაბათ-კვირა კარგია მოგზაურობისა და ხალისიანი დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

თევზები

ამ კვირაში ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრას, ნუ დასახავთ გრანდიოზულ გეგმებს და ნუ დაიწყებთ მათ განხორციელებას. ახლა წარმატებას ვერ მიაღწევთ, მხოლოდ ძალას დახარჯავთ და უაზროდ გააღიზიანებთ გარშემო მყოფებს, რომლებიც შეიძლება თქვენი მშფოთვარე, მაგრამ, სამწუხაროდ, უსარგებლო აქტივობის ორბიტაზე მოაქციოთ. პროფესიულ სფეროში შეცდომების ალბათობა განსაკუთრებით შუა კვირაში იზრდება. სამაგიეროდ გარკვევით და ზუსტად დაგეგმეთ მომავალი კვირის სამუშაო და აქტივობები, რადგან ვარსკვლავები წარმატებებს გიწინასწარმეტყველებენ. პირად ურთიერთობებში სრული ჰარმონია სუფევს.

სასიკეთო დღეები: 25, 30.

არასასიკეთო დღე: 24.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close