სპორტი

„ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ მეორედაც დაამარცხა – კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგიდან მეოთხედფინალში გამოვარდნის შემდეგ, პირველი მატჩი „იუვენტუსთან“ გამართა სტუმრად ტურინში და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა 0:1 დასრულდა  „ნაპოლის“ სასარგებლოდ.

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის დაპირისპირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იყო, როგორ ითამაშებდნენ ნეაპოლელები მტკივნეული წაგების შემდეგ. ასევე საინტერესო იყო, 15 ქულის დაბრუნება როგორ იმოქმედებდა „იუვენტუსზე“, რომელიც შეხვედრას მასპინძლობდა და მოახერხებდა თუ არა პირველ წრეში წაგებისთვის (1:5) „ნაპოლისთან“ რევანშის აღებას.

პირველი ტაიმი ტაქტიკურ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ბურთს კი უფრო ხშირად ნეაპოლელები აკონტროლებდნენ. ხვიჩა კვარაცხელია ინდივიდუალურად ნაკლებად აქტიურობდა და გუნდისთვის თამაშობდა. ერთ ეპიზოდში კი საჯარიმოდან ბურთი კარში გაუშვა, მაგრამ მცველმა კუთხურზე მოიგერია, ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა 0:0.

შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ პირველი რეალური მომენტი 50-ე წუთზე ხვიჩას ინდივიდუალური მოქმედებების შედეგად შექმნა. კვარაცხელიამ ორი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და კარში ზუსტად დაარტყა, მაგრამ „იუვენტუსის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

 

„ნაპოლი“ მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ 82-ე წუთზე კონტრშეტევაზე მასპინძლებმა გაიტანეს, თუმცა ვიდერეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა, ამ ეპიზოდის შემდეგ კი ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა.

90+3 წუთზე კი ელიფ ელმასის გადაცემის შემდეგ ჯაკომო რასპრადორიმ ზუსტად დაარტყა და „ნაპოლის“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა – 0:1.

31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 78 ქულით პირველ ადგილზეა, სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე „ლაციოსთან“ (61) და „იუვენტუსთან“ (59) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ჩემპიონობამდე ცოტა აშორებს.

ავტორი – მერაბ მამულაშვილი

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close