„თქვენი იმედი მაქვს… მიყვარხართ!“ – ნუცა ბუზალაძე ხმის მიცემის წესებს განმარტავს (ვიდეო)
ნუცა ბუზალაძე ყველაზე პრესტიჟული ამერიკულ პროექტის American Idol-ის ერთადერთი უცხოელი მონაწილეა. წინ ლაივ ტურებია, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტელემაყურებელთა სმს გზავნილებს. მომღერალი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხმის მიცემის წესებს განმარტავს.
„https://idolvote.abc.com დარეგისტრირდით ამ ლინკზე…
17 აპრილს, ორშაბათს, 8 საათზე ABC-ზე იწყება American idol! საქართველოს დროით დილის 4-ზე! მეგობრებო, მხოლოდ ამ დროს გექნებათ იმის საშუალება, რომ მხარი დამიჭიროთ… თუ იმყოფებით ამერიკაში, მხოლოდ გადაცემის მსვლელობის დროს შეძლებთ გამომიგზავნოთ სმს ნომერზე (რომელიც რამდენიმე დღეში გვექნება და გაგაგებინებთ) და თუ იმყოფებით საქართველოში, მაშინ ონლაინ დარეგისტრირდით ამ ლინკზე და აქაც მხოლოდ გადაცემის მსვლელობის დროს შეგეძლებათ ონლაინ მომცეთ ხმა…( სადღაც 2 საათი გვექნება ხოლმე ხმის მისაცემად! ) თქვენი იმედი მაქვს…მიყვარხართ“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე ვიდეომიმართვაში.
ნუცა ბუზალაძე ბოლო გამოსვლით, რომლის დროსაც ბრწყინვალედ შეასრულა ცნობილი სიმღერა Proud Mary, ამერიკული მეგაპროექტის TOP 24 მონაწილეს შორის მოხვდა და გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებს.
კომენტარები