საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთში 10-წლიანი ბინადრობის ნებართვა ბრუნდება, თუმცა მოთხოვნები ცოტა განსხვავებულია!

საბერძნეთის ახალი საიმიგრაციო კანონის ცვლილებების უმეტესობა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, თუმცა არის გარკვეული ცვლილებები, რომლებიც ახლო მომავალში ამოქმედდება.  

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება, რომელიც მალე შევა ძალაში, არის 10-წლიანი ბინადრობის ნებართვის (ადია დიამონების) დაბრუნება, თუმცა ახალი 10-წლიანი ბინადრობის ნებართვების მისაღებად ცოტა განსხვავებული მოთხოვნებია, ვიდრე ადრე არსებული 10-წლიანების მისაღებად იყო.

ახალი ათწლიანის გაკეთება შეეძლებათ მათ, ვინც:

– ცხოვრობს კანონიერად 10 წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს ბერძნულ საზოგადოებაში ეკონომიკური და სოციალური ინტეგრირების მოთხოვნებს (ზუსტად რა იქნება ეს მოთხოვნები, მოგვიანებით განისაზღვრება).

– დაბადებულია საბერძნეთში ან წარმატებით დაამთავრა ბერძნული სკოლის 6 კლასი და არ შესრულებია 23 წელი.

– არის მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საბერძნეთში შემოვიდა არასრულწლოვან ასაკში თანმხლები პირის გარეშე, წარმატებით დაამთავრა ბერძნული სკოლის 3 კლასი და არ შესრულებია 23 წელი.

– არის საბერძნეთის მოქალაქის ოჯახის წევრი, რომლიც საბერძნეთის მოქალაქესთან მუდმივად ცხოვრობს  მინიმუმ 5 წლის განმავლობაში და ფლობს ბინადრობის ნებართვას ამავე დროის განმავლობაში.

– ასევე, სავალდებულო მოთხოვნა იქნება, რომ პირი, რომელიც აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მიღებას ცდილობს, საბერძნეთიდან არ იყოს გასული 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან ერთად, საჭირო იქნება, ჰქონდეს დაზღვევა.

– ძალიან დადებითია ის, რომ სამუშაოს მხრივ და ეკონომიკურ საკითხებში ეს კონკრეტული ბინადრობის ნებართვა საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის ყველაფერი სრულად იყოს ხელმისაწვდომი, ანუ შეგიძლიათ იყოთ როგორც კონტრაქტით დასაქმებული, ისე საკუთარი ბიზნესი გქონდეთ და თავად იყოთ დამსაქმებელი.

– ასევე, ძალიან დადებითი ცვლილებაა, რომ ამ ათწლიანი ბინადრობის ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად აიღებთ ე.წ. „ევროპულ ბინადრობის ნებართვას“ („ეპი მაკრონს“). ევროპული ბინადრობის ნებართვა ერთადერთი საბუთია, რომლითაც უფლება გაქვთ, ევროკავშირის სხვა ქვეყანაში იმუშაოთ. მთავარი მოთხოვნა იქნება, არ იყოთ საბერძნეთიდან გასული 6 თვეზე მეტხანს გადაბმულად და 10 თვეზე მეტხანს ჯამურად ბოლო 5 წლის განმავლობაში.

პაატა სიმსივე, ადვოკატი

Facebook: https://www.facebook.com/simsive.paata

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close