იტალიაპოლიტიკასაზოგადოება

დაჯარიმდება ყველა იტალიელი საჯარო მოხელე, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში ინგლისურ სიტყვებს გამოიყენებს

იტალიელები, რომლებიც ოფიციალური ურთიერთობისას უცხოენოვან სიტყვებს გამოიყენებენ, შესაძლოა დაჯარიმდნენ. ამ საკითხზე ახალი კანონპროექტი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის პარტიამ – „იტალიის ძმებმა“ წარადგინა პარლამენტში. მედიის ინფორმაციით, ჯარიმამ შესაძლოა ზოგ შემთხვევაში 100 000 ევროსაც კი მიაღწიოს.

კანონპროექტში საუბარია ნებისმიერი უცხო ენიდან გადმოღებულ სიტყვებზე, თუმცა აქცენტი მაინც ინგლისურ ტერმინებზე კეთდება, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ბოლო წლებში ინგლისურმა ყველა ენას, ასე ვთქვათ, ძალიან „შეუტია“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უცხო სიტყვების გამოყენება იტალიურ ენას აკნინებს და შეურაცხყოფს .

კანონპროექტის თანახმად, იტალიური ენის ცოდნა საჯარო ადმინისტრაციაში მომუშავე ყველა ადამიანს მოეთხოვება. ასევე, აკრძალული იქნება ინგლისური სიტყვების გამოყენება ოფიციალურ დოკუმენტებში.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში უცხოური ორგანიზაციები ვალდებულნი იქნებიან, შიდა რეგულაციები და შრომითი კონტრაქტები იტალიურ ენაზე შეადგინონ.

„ეს მოდის საკითხი არაა, რადგან მოდა იცვლება. ანგლომანია გავლენას ახდენს, ზოგადად, საზოგადოებაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, კულტურის სამინისტროში უნდა შეიქმნას სპეციალური კომიტეტი, რომელიც იტალიური ენის სწორად გამოყენებას და გამოთქმას გააკონტროლებს სკოლებში, მედიასა და სარეკლამო რგოლებში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close