კინო/ფილმებილიტერატურა/წიგნები

მალე „ჰარი პოტერის“ სატელევიზიო სერიალის გადაღება დაიწყება

Warner brothers-თან მოლაპარაკებები „ჰარი პოტერის“ სატელევიზიო სერიალის გადაღებასთან დაკავშირებით წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სერიალის თითოეული სეზონი ჯოან როულინგის თითო წიგნზე იქნება დაფუძნებული, რაც სცენარისტებს საშუალებას მისცემს, უფრო კარგად ჩაუღრმავდნენ როულინგის წიგნების სამყაროს.

„ჰარი პოტერის“ სერიალის გადაღებასთან დაკავშირებით ხმები პირველად 2021 წელს გავრცელდა. ორი წლის შემდეგ თემა კვალავ აქტუალური გახდა და  მსახიობებთან მოლაპარაკებებიც დაიწყო..

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close