კაცი გიგანტურმა ფრანმა მაღლა ცაში აიტაცა (ვიდეო)
ჩინელი კაცი მაღლა ცაში თავისმა ფრანმა გაიტაცა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა: ცოტა ხანს ლაჟვარდ ცაში ფრენის შემდეგ მამაკაცი მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო New York Post-მა გაავრცელა.
კურიოზული შემთხვევა ქალაქ ტანშანში (ჰებეის პროვინცია, ჩინეთის აღმოსავლეთით) მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა უზარმაზარი ჭრელი ფრანი გაუშვა, თუმცა თვითონაც მიწას მოსწყდა და ფრანს ცაში გაჰყვა. ქარმა იგი სანაპიროს თავზე, მაღლა აიტაცა.
მამაკაცი ცოტა ხსნი შემდეგ მიწაზე დაეშვა და ისევ აფრინდა.
„იგი არ შემცდარა, ეს სპეციალურად გააკეთა“, – თქვა ვიდორგოლის ავტორმა სახელად ტაომ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფრანების მაღაზიის მფლობელია.
„ფრანის სიმი [თოკი] მტკიცე კევკლარისგან არის სამზადებული. ამას გარდა, გაშვებისას დამცავ თასმებს ვიყენებთ, ასე რომ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“ – განაცხადა მან.
ნინო ხოშტარია
მაგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ ტაივანშიც მოხდა, როდესაც გიგანტურმა ფრანმა 3 წლის გოგონა გაიტაცა.
კომენტარები