რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიაკულტურა

ფლორენციაში მიიწვიეს ამერიკული სკოლა, სადაც მიქელანჯელოს „დავითი“ პორნოგრაფიად ჩათვალეს

იტალიის ქალაქ ფლორენციის მერმა და გალერეამ, სადაც მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკება „დავითია“ გამოფენილი, მის სანახავად ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მიიწვიეს. ამ სკოლის დირექტორი იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნების ერთ-ერთი შედევრის – მიქელანჯელოს „დავითის“ რეპროდუქციის ჩვენება რამდენიმე მშობელმა თავიანთი შვილებისთვის პორნოგრაფიის ჩვენებად მიიჩნია და სკოლის საბჭოში იჩივლა.

ფლორენციის გალერეის დირექტორის, სესილ ჰოლბერგის განცხადებით, გაოცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ მე-16 საუკუნის მარმარილოს ქანდაკებას, რომელიც რენესანსის ერთ-ერთი სიმბოლოა, პორნოგრაფია უწოდეს. ჰოლბერგმა გალერეაში მიიწვია ამერიკული სკოლის წარმომადგენლები იმაში დასარწმუნებლად, რომ სიშიშვლე პორნოგრაფია არ არის და ბიბლიური დავითის ქანდაკებაში პორნოგრაფიული და აგრესიული არაფერია.

ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ხელოვნების პორნოგრაფიად წარმოჩენა სასაცილოა. მერის განცხადებით, ხელოვნება ცივილიზაციაა და ვინც ამას ბავშვებს ასწავლის, პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ ამერიკელ პედაგოგს პატივისცემის ნიშნად ფლორენციაში იწვევს.

როგორც BBC წერს, ფლორიდის ქალაქ ტალაჰასის სკოლის საბჭოს ხელმძღვანელმა ბარნი ბიშოპმა განაცხადა, რომ ადრე დირექტორი მშობლებს წინასწარ უგზავნიდა შეტყობინებას, რომ გაკვეთილზე მიქელანჯელოს ნამუშევრებს განიხილავდნენ, წელს კი, ეს არ მოხდა და შეცდომა იყო.

ბიშოპის თქმით, მშობლებს აქვთ უფლება იცოდნენ, როდის განიხილავენ მათ შვილებთან სადავო თემებს, ან ორაზროვან გამოსახულებებს. სკოლის საბჭოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ „დავითი“ მოსწავლეებს უნდა აჩვენონ გარკვეული ასაკიდან, რომელსაც დააზუსტებენ.

ფლორიდის შტატში მოქმედებს კანონი, რომელიც სკოლებში მეოთხე კლასამდე სექსუალურ განათლებას და გენდერული იდენტობის საკითხებზე მსჯელობას კრძალავს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close