სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპა 2024-ის პირველი საკვალიფიკაციო შეხვედრა ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 28 მარტს ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა –  ქართველი ფეხბურთელები ბათუმში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ფრედ 1:1 ითამაშეს.

პირველ ტაიმში პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს და ტაიმი მოიგეს კიდეც. მასპინძელთაგან კი გოლი მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაქვითა. პირველი ტაიმი სტუმრების დიდი უპირატესობით წარიმართა, მეორე ტაიმში კი ქართველებმა იმარჯვეს და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნეს.

მატჩის ფრედ დამთავრებაში დიდი წვლილი მიუძღვის მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელიც, როგორც იტყვიან, კბილებით იცავდა საქართველოს ნაკრების კარს და ორი ურთულესი ბურთიც მოიგერია.

შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გამართავს სტუმრად, კვიპროსთან.

ამავე ჯგუფში გამოდიან ესპანეთი და შოტლანდია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close