ვიდეოხელოვნებასაქართველო

ბარსელონაში ევროვიზია 2023-ის წინასაკონკურსო წვეულებაზე ირუ ხერჩანოვმა ცოცხლად პირველად შეასრულა ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერა (ვიდეო)

ბარსელონაში ევროვიზია 2023-ის პირველი წინასაკონკურსო წვეულება გაიმართა, რომელშიც 14 ქვეყნის წარმომადგენელი  მონაწილეობდა, მათ შორის, ირუ ხეჩანოვიც, რომელმაც ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა – Echo ცოცხლად პირველად შეასრულა.

მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის წარმოების გამო წელს ევროვიზიის ფესტივალი ბრიტანეთში. ქალაქ ლივერპულში ჩატარდება 2022 წლის გამარჯვებულის – უკრაინის ნაცვლად.

ევროვიზიის მუსიკალური ფესტივალი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გასართობი შოუა 160 მილიონი მაყურებლითა და ურთულესი პროგრამებით.

მონაწილეები რამდენიმე კვირის  განმავლობაში გადიან რეპეტიციებს.

ნახევარფინალური და ფინალური ტურები 9, 11 და 13 მაისს გაიმართება.

საქართველოს წარმომადგენელი, „ვოისის“ წლევანდელი გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალურ კონცერტზე იმღერებს 11 მაისს.

ირუ საკონკურსო სიმღერის – „ექოს“ (Echo) ტექსტის თანაავტორია.

შეგახსენებთ, რომ ირუ (ირინა) ხეჩანოვს ერთხელ, 2011 წელს უკვე მოგებული აქვს „ევროვიზიის“ კონკურსი, ოღონდ საბავშვო, ჯგუფ CANDY-ს შემადგენლობაში (სიმღერით CANDY MUSIC).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close