იტალიასაზოგადოება

იტალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან (ვიდეო)

იტალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ვარეზეს პროვინციაში მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას რეგიონის სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი ცდილობს.

ცოტა ხნის წინ ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა სამხრეთ ევროპაში უჩვეულოდ მშრალი ამინდია. ეს კი ტყის ხანძრის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.

იტალიასთან ერთად, უკვე რამდენიმე დღეა ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან ესპანეთის სამხრეთ ნაწილშიც, სადაც სტიქიის გამო რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გახდა საჭირო.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close