ქართველები უცხოეთშისპორტი

ფრანგული რაგბის „ოსკარის“ მფლობელი ბორჯღალოსანი „კაშკაშა ვარსკვლავი“ დავით ნინიაშვილი გახდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ ფულბეკი (უკანა ხაზის მოთამაშე) დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის ყოველწლიური „ოსკარის“ მფლობელი გახდა, რომელიც პრესტიჟულმა ფრანგულმა გაზეთმა Midi Olympique-მა დააწესა. ნინიაშვილს ჯილდო 27 მარტს გადაეცა „მიდი ოლიმპიკის“ „ოსკარის“ 70-ე საიუბილეო ცერემონიაზე ლიონში, ჟერლანის სტადიონზე (Matmut Stadium de Gerland). ღონისძიებაზდე ქართული რაგბის ფენომენზე არაერთმა გამომსვლელმა ისაუბრა.

ფრანგული „ოსკარის“ ახალ მფლობელს გაზეთი „კაშკაშა ვარსკვლავს“ უწოდებს და წერს, რომ იგი უელსთან და იტალიასთან „ბორჯღალოსნების“ ისტორიული გამარჯვებების და ქართული რაგბის აღმავლობის, ასევე, „ჩელენჯ ქაფზე“ ლიონის გუნდის ტრიუმფის შემოქმედია.

ახალგაზრდა ქართველი მორაგბის წარმატებებზე კიდევ ერთი პრესტიჟული გამოცემა, მსოფლიო რაგბის ჟურნალი RUGBY WORLD წერდა გასულ ზაფხულს სტატიაში, სათაურით „ამომავალი ვარსკვლავი ევროპის მასშტაბით ბრწყინავს“.

ეს შეფასება დავით ნინიაშვილმა წელს სრულად გაამართლა – იგი ლეგენდარული მამუკა გორგოძის შემდეგ მეორე „ბორჯღალოსანია“, რომელსაც ფრანგული რაგბის „ოსკარი“ გადასცეს.

ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს გამოცემა Midi Olympique-მა „ოსკარი“ 2013 წელს მიანიჭა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამოკითხვით 2022 წლის საუკეთესო მორაგბედ დავით ნინიაშვილი დასახელდა – ზედიზედ მეორედ.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი „ლიონში“ 2021 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი საფრანგეთის ტოპ 14-ში 55 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, თავად 20 წლის ნინიაშვილის ანგარიშზე 12 ჩატარებული მატჩი და 7 ლელოა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close