მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმას განახორციელებს. „კანონი, რომელსაც მომავალ კვირას ქნესეთში მიიღებენ, არის კანონი, რომელიც არ აკონტროლებს სასამართლოებს – ის იძლევა ბალანსისა და დივერსიფიცირების საშუალებას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

რეფორმის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ხოლო თავად სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილების გაუქმების ბერკეტს დაკარგავს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close