მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

ინდოეთში 28 კვირის ნაყოფს გულის ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს

ნიუ დელის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის ქირურგებმა ემბრიონს გულის ოპერაცია საშვილოსნოშივე გაუკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ mirror.co.uk ავრცელებს.

ამ სამედიცინო საოცრებას სულ რაღაც 90 წამი დასჭირდა.

ოპერაცია არდაბადებული ნაყოფის ყურძნის მარცვლის ზომის გულზე მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი სისხლძარღვის სარქველი დაიბლოკა. ქირურგიული ჩარევა დაბადების შემდეგ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა.

28 წლის დედას მანამდე სამჯერ მოეშალა მუცელი და განადგურებული იყო, როცა შეიტყო, რომ მის არდაბადებულ შვილს შესაძლოა გულის მძიმე დაავადება ჰქონოდა, იუწყება ინდოეთის მედია.

სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ფილიგრანული ოპერაციის ჩატარება – ინდოელმა ქირურგებმა პაწაწინა ნემსით შეძლეს ნაყოფის ყურძნის მარცვლის ზომის გულის სარქვლის ამუშავება, რის შემდეგაც ემბრიონს სისხლის ნორმალური მიწოდება აღუდგა.

მსგავსი ოპერაცია იაპონიაში ორი წლის წინათ ჩატარდა დედის მუცელში მყოფ ნაყოფის გულზე ორსულობის 25-ე კვირაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაყოფს აორტის სარქვლის სტენოზი დაუდგინდა, რომლის დროსაც აორტის სარქვლის შევიწროება გულის ნაწილის ნორმალურ განვითარებას აფერხებს. დედის მუცელში ნაოპერაციები იაპონელი ბავშვი 2021 წლის ოქტომბერში დაიბადა და თავს კარგად გრძნობს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close