პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

უცნობმა ახალგაზრდებმა ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა ცადეს, მაგრამ სტუდენტებმა ამის ნება არ მისცეს: „მივაბრძანეთ აუდიტორიიდან და ლექციაც მშვიდად გაგრძელდა“ (ვიდეო)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ასათიანი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს პოსტს და ვიდეოს, თუ როგორ ცდილობენ უცნობი ახალგაზრდები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლას.

სალომე ასათიანის თქმით, ლექციაზე მისული რამდენიმე ადამიანი ვერავინ იცნო, თუმცა სტუდენტები მიხვდნენ, რომ ისინი პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები. იგი წერს, რომ სტუდენტებმა პროვოკატორები, რომლებიც შეურაცხმყოფლად იქცეოდნენ, ლექციიდან გააძევეს.

იგი აღნიშნავს, რომ პროვოკაციის მოსაწყობად მისულ ახალგაზრდებს „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფიც ახლდა და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატისგან გარედან იღებდნენ მითითებებს.

„დილიდან ირაკლი კობახიძის ლექციას ვესწრებოდი. რამდენიმე ადამიანი იყო შემოსული, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ ლექციაზე შემოსულები.

შუა ლექციის დროს ერთ-ერთი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა. რა თქმა უნდა, მივაბრძანეთ აუდიტორიიდან. ლექციაც მშვიდად გაგრძელდა. ადგილზე პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. სულ შემთხვევით როგორც ჩანს. [wp-svg-icons icon=”happy” wrap=”i”]

და ყველაზე საინტერესო. როგორც სხვა სტუდენტებმა გვითხრეს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგი მუმლაძე, ნაცების კანდიდატი რომ იყო, შიგნით მყოფებს ტელეფონით აძლევდა დავალებებს.

ან რას უხდიან, ან რას ჰპირდებიან ასეთი მდაბიო დავალებების შესრულებაში, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ უნდა გენახათ“, – წერს სალომე ასათიანი Facebook-ზე და ვიდეოსაც აქვეყნებს.

ამ ფაქტს ექსპერტი თამთა მეგრელიშვილიც ეხმიანება.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სტუდენტების პროტესტად გასაღებული პროცესების უკან სწორედ რადიკალური ოპოზიციური პარტია დგას. „ნაცების ზონდერს, გიორგი მუმლაძეს იმდენი ტვინიც არ ყოფნის, რომ უნივერსიტეტიდან არ გამოფინოს ფოტოები და ღიად არ დაადასტუროს, რომ სწორედ ეს არარაობა მართავს ამ პროცესებს. ახლა ეცდებიან გაასაღონ, სტუდენტების პროტესტი იყოო. სირცხვილია მუმლაძის და მთელი ნაცმოძრაობის ეს ფაშისტური კამპანია, მაგრამ აუცილებლად მკაცრ პასუხს მიიღებთ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს, პროვოკაციის მოწყობა სცადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თორნიკე შუკაკიძე წლების წინ სწავლობდა სეუ-ში, ახლა კი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. შუკაკიძე ნასამართლევია თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო.

სტატია განახლებულია 19 მარტს, 13:00 სთ-ზე, დამატებული აქვს ბოლო 2 აბზაცი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close