ჰოროსკოპი

მათ წლები არ აშინებთ – ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ზოგი ადამიანი ხანდაზმულ ასაკშიც ინარჩუნებს ახალგაზრდობის სახეს და მიმზიდველობას, ზოგი კი მთლიანად იცვლება და წლებს „ნებდება“. ადამიანის დაბერებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს – ძირითადად, ცხოვრების წესი და გენეტიკა, თუმცა ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარეგნობა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელია ადამიანი. მათი მტკიცებით,  ტყუპები, კირჩხიბები და ქალწული ყველაზე ლამაზად ბერდებიან და ასაკში ყველაზე დიდხანს ინარჩუნებენ გარეგნულ მიმზიდველობას. რაში მდგომარეობს მათი „საიდუმლო“?

 

ტყუპი

ტყუპები მარადიული ბავშვები არიან. ისინი გვიან მწიფდებიან და ახალგაზრდულ ენთუზიაზმს და ოპტიმიზმს უკვე ხანდაზმულებიც ინარჩუნებენ. 50 წლის ასაკშიც კი შეუძლიათ ბავშვურად გულუბრყვილო დარჩნენ და ადამიანების ბრმად ნდობა გააგრძელონ. ეს კი გარეგნობაზეც აისახება. ტყუპი ქალები სიბერეშიც ინარჩუნებენ ახალგაზრდულ აღტაცებას, მამაკაცები – კეთილშობილებას და ჭაბუკურ სურვილს, ისწავლონ რაიმე ახალი.

კირჩხიბი

კირჩხიბები ძალიან მიმზიდველი გარეგნობის ადამიანები არიან, მოხდენილები, გრაციოზულები, მათი მოძრაობები სავსეა თავდაჯერებულობით და თავშეკავებული ძლიერებით. ბავშვობაში და მოზარდობაში ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ეუხერხულებათ საკუთარი სილამაზის დემონსტრირება. მოწიფულ ასაკში ისინი „უშნო იხვის ჭუჭულებიდან“ ლამაზ გედებად იქცევიან. სიბერეში კირჩხიბებს არ ეშინიათ ცვლილებების, რომლებიც მათ სხეულზე აისახება და ღირსების გრძნობით წარუდგენენ თავს გარშემო მყოფებს.

ქალწული

ქალწულები ახალგაზრდობაში ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამდენად მიმზიდველები არიან. ამ ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ არ იცის ან ვერ ახერხებს საკუთარი თავის წარდგენას, ამიტომ გარშემო მყოფებს ყოველთვის არ მოსწონთ ისინი. აი მოწიფულ ასაკში კი ქალწულები სრულყოფილად ეუფლებიან საკუთარი თავის წარდგენის მეთოდებს და საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მოხიბვლას სწავლობენ. ქალწულები თავიანთი სილამაზისა და ახალგაზრდობის დაფასებას იწყებენ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაბერების პროცესი შეანელონ, რასაც წარმატებით აღწევენ კიდეც.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close