ქართველები უცხოეთშისპორტი

„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, კვარაცხელიაში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს“ – ფრანგული მედია

ფრანგული ვებგვერდი le10sport-com ამტკიცებს, რომ „პსჟ“ მზადაა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს

„წარმოუდგენელი სიახლე გავრცელდა პარიზულ კლუბთან დაკავშირებით, რომელიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევის შესაძენად შეთავაზებას ამზადებს. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში ბრწყინვალე თამაშით, პირველივე სეზონში უამრავი გუნდი დააინტერესა. ის სულ უფრო ხშირად ხდება დიდი ევროპული კლუბების სამიზნე.

ქართველი ვარსკვლავი „პსჟ“-ს ინტერესთა სფეროშიც მოხვდა. ფრანგულმა კლუბმა „ნაპოლის“ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესაძლოა წარმოუდგენელი თანხა – 180 მილიონი ევროც კი გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ეს ტრანსფერი „ნაპოლის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოგების საშუალებას მისცემს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც 9 თვის  წინ (2022 წლის зირველ ივლისს) კვარაცხელია გუნდში დაახლოებით 10 მილიონ ევროდ გადავიდა.

ქართველის მიმართ ინტერესს სხვა დიდი ევროპული კლუბებიც იჩენენ. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს ფრანგული ვებგვერდი.

1tv.ge

nostal.ge შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ორგზის მფლობელი ლიონელ მესი სწორედ პარიზულ გუნდში თამაშობს 2021 წლის აგვისტოდან. 35 წლის არგენტინელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, „პსჟ“-ს სურს 2024 წლამდე გააგრძელოს. მესის ხელფასი პარი სენ-ჟერმენში 35 მლნ ევროა წელიწადში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close