ისტორიარას არ გაიგებ/ფაქტები

ვინ არის კაცი, რომლის საფლავსაც პარიზში სიყვარულის მაძიებელი ათასობით ქალი სტუმრობს

ლუვრი და ეიფელის კოშკი ერთ-ერთ მთავარ მიზეზთა შორისაა, თუ რატომ სურთ ადამიანებს პარიზს ესტუმრონ,  თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რატომაც ყოველწლიურად საფრანგეთი მოგზაურთა დიდ ტალღას იღებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ღირსშესანიშნაობათა შორის საფრანგეთში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სასაფლაოებს უკავია, განსაკუთრებით კი – პერ-ლაშეზის სასაფლაოს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

პერ-ლაშეზის სასაფლაო ქალაქ პარიზის უდიდესი სასაფლაოა, რომლის ტერიტორია 44 ჰექტარია და მას ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. პერ-ლაშეზე განისვენებენ ისეთი ლეგენდარული ფიგურები, როგორებიც არიან:  ოსკარ უალდი, შოპენი და ჯიმ მორისონი.

საინტერესო ისაა, რომ ამდენ ცნობილ ადამიანს შორის ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის, ვიქტორ ნუარის სასაფლაოცაა, რომლის ცხოვრებაც განსაკუთრებული სულაც არ ყოფილა. ამისდა მიუხედავად აგერ უკვე წლებია ვიქტორ ნუარი სიყვარულის სიმბოლოდ ქცეულა, რომლის საფლავსაც ყოველ წელს ათასობით მანდილოსანი სტუმრობს.

ვიქტორ ნუარი ჟურნალისტი იყო, რომელიც ფრანგული გაზეთში, La Marseillaise-ში მუშაობდა. მისი ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა.

ნუარი ნაპოლეონ III- ის ბიძაშვილმა, პრინცმა პიერ ბონაპარტმა მოკლა. პრინცი უკმაყოფილო იყო La Marseillaise-ში დაწერილი სტატიის გამო, რომელიც მასა და მის ოჯახს შეეხებოდა, ამიტომ ნუარი დუელში გამოიწვია.

დუელის დროსა და ადგილის შეთანხმების დროს ჩხუბი დაიწყო, რა დროსაც ბონაპარტემ ნუარს ესროლა. მაშინ ჟურნალისტი მხოლოდ 22 წლის იყო. ამ ყველაფერს იმ დროის საფრანგეთში საკმაოდ დიდი დემონსტრაციები მოყვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიერ ბონაპარტი გაამართლეს.

თუმცა ეს არ არის ის მიზეზი, რატომაც ამ უბრალო ადამიანის საფლავს უამრავი მანდილოსანი სტუმრობს და მის მემორიალს უამრავი ყვავილით ამკობს.

ნუარის ქანდაკება ზურგზე წევს, მას პალტო გახსნილი აქვს, ხოლო ქუდი გვერდზე უგდია. იქიდან გამომდინარე, რომ ნუარს ტრაგედია ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დაატყდა თავს, მისი საფლავი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე სიყვარულისა და განაყოფიერების სიმბოლოდ იქცა.

მიჩნეულია, რომ თუ ქალი მის საფლავს ესტუმრება, ყვავილს მის ქუდში ჩადებს, ტუჩებში აკოცებს და მის სასქესო ორგანოს შეეხება, საბედოს წლის განმავლობაში იპოვის და განაყოფიერების შანსიც ერთიორად გაიზრდება.

ამდენი სტუმრის შეხებისაგან ნუარის ქანდაკებას ფერი აქვს გადასული. ერთი პერიოდი მას ღობეც კი შემოარტყეს, რათა ის ქალების დიდი ტალღისაგან დაეცვათ.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close