საზოგადოებასაბერძნეთი

ფოტო საბედისწერო მატარებლის მესამე ვაგონიდან, რომელიც მგზავრმა კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღო

ფანჯრებს მიღმა სიბნელეა. მატარებლის ვაგონი განათებულია. მგზავრები ათენში ჩასხდნენ ვაგონში და თესალონიკისკენ მიემგზავრებიან. ზოგი კითხულობს, ზოგს სძინავს, ზოგი ფანჯარაში იყურება; ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს sms-ებს უგზავნიან, სწერენ, როდის დაბრუნდებიან… ეს სტანდარტული, ჩვეული მარშრუტია და არაფერი მოასწავებს იმ საშინელებას, რომელიც რამდენიმე წუთში მოხდება…

ფატალური მატარებლის მესამე ვაგონის ფოტო, რომელიც მგზავრმა ტემპიში შეჯახებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღო, არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა შემზარავი ტრაგედია. ახლა კი მისი ყურებისას ძარღვებში სისხლი გეყინება…

ფოტო პალეოფარსალოსშია გადაღებული, კატასტროფამდე 15 წუთით ადრე. მისი ავტორი გადარჩა, რადგან შეჯახებამდე ჩამოვიდა ვაგონიდან თავის სადგურში (პალეოფარსალოსში).

ფოტო ფეისბუქის პირად ანგარიშზე ადვოკატმა ვასილის ნოულეზასმა ატვირთა, რომელიც რამდენიმე დაშავებულის ინტერესებს იცავს.

მასზე ჩანს, რომ თითქმის 60-ადგილიანი ვაგონი მთლიანად სავსეა და მგზავრები, უმეტესად, ახალგაზრდები არიან.

მესამე ვაგონი ვაგონ-რესტორნის გვერდით იყო, საიდანაც რამდენიმე დამწვარი ცხედარი ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მესამე ვაგონში იმყოფებოდა 34 წლის ათინა კაცარა (Αθηνά Κατσάρα), რომელიც ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა შორისაა, აგრეთვე, მისი მეუღლე, რომელსაც ამჟამად ლარისის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close