2023 წლის მარტის პირველი კვირა ძალიან კრიტიკული იქნება – მსოფლიოს 12 რეგიონი მძლავრი მიწისძვრის ზონაში მოხვდება. ასეთ პროგნოზს აკეთებს ნიდერლანდელი სეისმოლოგი ფრანკ ჰუგერბიტსი. მან თურქეთსა და სირიაში თებერვალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრაც იწინასწარმეტყველა.
ჰუგერბიტსის აზრით, სეისმოლოგიურ აქტივობაზე გავლენას მოახდენს პლანეტების დაახლოება, რომელიც 2 და 5 მარტს მოხდება და შესაძლოა დიდი ან ძალიან ძლიერი, მეგამიწისძვრა გამოიწვიოს 3-4 მარტის და/ან 6-7 მარტის (სავსე მთვარე) პერიოდში. ამის შესახებ ჰუგერბიტსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, SSGEOS-ის (Solar System Geometry Survey) YouTube არხზე საუბრობს.
მეცნიერს მიაჩნია, რომ მიწისძვრის მაგნიტუდა 8,0-ზე მეტი იქნება, ხოლო „წითელ ზონაში“ პლანეტის 12 რეგიონი მოხვდება, მათ შორის, იაპონიის სამხრეთი ნაწილი, პორტუგალია, საბერძნეთი, ინდონეზია, პაკისტანი; მეგამიწისძვრა შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას და რუსეთს, კერძოდ, კურილის კუნძულებს.
The latest forecast video, in case you missed it. https://t.co/qCyYXvlnzr
— Frank Hoogerbeets (@hogrbe) February 28, 2023
Frank Hoogerbeets-ი მსოფლიოში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გასულ თვეში თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა.
ნიდერლანდელი სეისმოლოგი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა პროგნოზებს, თუმცა წლევანდლამდე ისინი არ მართლდებოდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელმა სიუზენ ჰაფმა კომენტირებისას თქვა, რომ არცერთ მეცნიერს „არასდროს უწინასწარმეტყველებია დიდი მიწისძვრა“. მისი აზრით, ჰუგერბიტსის პროგნოზი თურქეთსა და სირიაში სტიქიასთან დაკავშირებით უბრალო დამთხვევა იყო.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ დამანგრეველ, 7,7 და 7,4 მაგნიტუდის 2 მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 50 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები