საზოგადოებახელოვნება

74 წლის ასაკში ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს“ მეორე ხმა – თამაზ სეფერთელაძე გარდაიცვალა (ვიდეო)

74 წლის ასაკში მომღერალი, „ცისფერი ტრიოს“ წევრი თამაზ სეფერთელაძე გარდაიცვალა. ის ბოლო დროს მძიმე სენს ებრძოდა

პროფესიით ინჟინერმა, თამაზ სეფერთელაძემ ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში ჩამოაყალიბა მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად მუსიკალური ჯგუფი „ცისფერი ტრიო“. ჯგუფი თავდაპირველად საქართველოს ტელევიზიისა და სახელმწიფო ფილარმონიის სახელით გამოდიოდა. 1985-1995 წლებში ტრიო გასტროლებს „სუხიშვილების“ ანსამბლთან ერთად აწყობდა.

თამაზ სეფერთელაძე 1991 წელს კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, 1994-1996 წლებში – საქართველოს საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობების საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1996-2006 წლებში – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წელს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გახდა.

ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის წოდება, 2002 წელს ღირსების ორდენის კავალერი გახდა.

2009 წელს, ანსამბლს დაარსებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ „ცისფერ ტრიოს” ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close