ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო
ევროკავშირში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო.
როგორც ცნობილია, იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ (მათ შორის, საქართველოსთვის), ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
სისტემის ამოქმედების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაურს ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნის. ამ მომსახურების საფასური 7 ევროა იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურის ასაკი 18-იდან 70 წლამდეა. 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ მოქალაქეები ამ საფასურისგან თავისუფლდებიან.
ახალი სისტემა იმ 60-ზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც მის ამოქმედებამდე შენგენის ზონაში უვიზოდ შედიოდნენ.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებით ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება.
ამავე თემაზე: რა უნდა იცოდეთ ევროპაში წასვლის წინ – ETIAS
კომენტარები