საქართველოს მოქალაქე თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს რვა წელი მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს რვა წლით თავისუფების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ოზთურქი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260 მიუხლის მე-6 პუნქტის დარღვევისთვის, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან გასაღებას გაულისხმობს.
ოზთურქს ბრალი ფინანსურ დარვევებზეც აქვს წაყენებული, როგორიცაა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით. ამ ბრალდებების განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში აპრილში იგეგმება.
ოზთურქის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ბიზნესმენი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
საქართველოსა და თურქეთის მოქალაქის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ გამოძიება გასულ წელს დაიწყო. 2022 წლის 31 მაისს ის კომპანია „მეტრო სითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“, საკუთარ აპარტამენტში სპეცოპარეაცისას დააკავეს.
გასული წლის 2 ივნისს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენს პატიმრობა მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, ბიზნესმენის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია „მეტრო სითს“ ეკუთვნის. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც კომპანია 39-ჯერ დაჯარიმდა, თუმცა პროცესი გრძელდებოდა. მშენებლობა გასული წლის თებერვლის დასაწყისში შეჩერდა.
ამავე თემაზე: ბათუმში დააკავეს თურქი ბიზნესმენი, რომელიც თავის რუს მეუღლესთან ერთად 105 შვილის ყოლას გეგმავს
ბათუმში დააკავეს თურქი ბიზნესმენი, რომელიც თავის რუს მეუღლესთან ერთად 105 შვილის ყოლას გეგმავს
კომენტარები