ვიდეოქართველები უცხოეთში

ნუცა ბუზალაძის ბრწყინვალე გამოსვლა „ამერიკის ვარსკვლავში“ (ვიდეო)

26 თებერვალს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მეგაშოუ „ამერიკის ვარსკვლავი“ (American Idol) დაიწყო. რამდენიმე საათის წინ  შოუს პირველი გადაცემა გავიდა ABC-ის ეთერში. მასში, როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ქართველი მომღერალი, ამჟამად დუბაიში მცხოვრები ნუცა ბუზალაძეც მონაწილეობს.

ნუცამ საკონკურსოდ ორი სიმღერა შეასრულა – Lady Marmalade და უიტნი ჰიუსტონის Greatest Love Of All და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა, რომელმაც მომღერალი თითოეული სიმღერის შესრულების შემდეგ ტაშით დააჯილდოვა, კეტი პერი კი ნუცას ფეხზეც კი წამოუდგა.

ვიდეოში, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჩანს ცოცხალი ლეგენდის, ლაიონელ რიჩის აღფრთოვანების გამომსახველი მიმიკა და ისმის მისი შეფასება „wow, very good“ („ძალიან კარგია“), ხოლო ლუკ ბრაიანმა ნუცას the J.Lo from Georgia! („ჯენიფერ ლოპესი საქართველოდან“) უწოდა.

საბოლოოდ ქართველმა მომღერალმა ჟიურის სამივე წევრისგან ერთსულოვანი „დიახ“ დაიმსახურა და შემდეგ ტურში გადავიდა.

წარმატება ვუსურვოთ!

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close