მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

თურქეთის ცაზე უცნაური ღრუბელი გამოჩნდა, რომელიც უცხოპლანეტელთა ხომალდს ჰგავს (ვიდეო)

თურქეთში, ბურსის პროვინციაში ადგილობრივების მიერ გადაღებული უჩვეულო ფორმის და ფერის ღრუბლის შთამბეჭდავი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ეს მართლაც საოცარი სანახაობაა, იშვიათი ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ლენტიკულური (ლინზისებრი) ღრუბლები ჰქვია.

ლენტიკულური ღრუბელი თურქეთში, ქალაქ ბურსის თავზე 19 იანვარს გამოჩნდა. მისი საოცარი ფერების პალიტრა მეტყველებს, რომ ფოტო მზის ამოსვლისას ან ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.

ლენტიკულური ღრუბელი ბურსის პროვინციის თავზე, 19 იანვარი, 2023 წ.; სააგენტო „ანადოლუს“ ფოტო

ლენტიკულური ღრუბელი იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა. ის ჰაერის ორ ფენას შორის წარმოიქმნება და ერთ ადგილას არის გაჩერებული, რაც არ უნდა ძლიერი ქარი იყოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close