ვიდეომედიცინატექნოლოგიები

ეს მოწყობილობა გულისცემას მუსიკად აქცევს – მოუსმინეთ გულს (ვიდეო)

სტატიაში ერთი ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ, რომელიც ამ იდუმალი მოწყობილობის შექმნის საფუძველი გახდა. როცა ოსკარ ჰელკვისტის მეორე ვაჟი გულის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა, ეს ნამდვილი შოკი იყო. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მის პირველ ვაჟსაც ანალოგიური დაავადება ჰქონდა – CHD ანუ მდგომარეობა, როცა ახალშობილის გული ისე არ ცემ , როგორც ჩვეულებრივ შემთხვევებში და ეს თანდაყოლილი დეფექტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თანახმად, თანამედროვე ტექნიკებმა კონკრეტული დაავადება განკურნებადი გახადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, CHD მაინც დიდად ზემოქმედებს გულის განვითარებაზე, რაც საბოლოოდ ნაადრევ სიკვდილსაც იწვევს…

ახლა კი წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა ჰელკვისტი, როცა გაიგო, რომ მის ორივე შვილს ეს დაავადება ჰქონდა… გადაწყვიტა, თავისი დიდი დარდი ხელოვნებით გადმოეცა, ამიტომ აუდიოვიზუალურ არტისტსა და ხის ხელოსანს ლავ ჰალთენს მიმართა, რათა გაეგო, დაინტერესებული იყო თუ არა ნაწარმოები Swedish Heartchild Foundation-ის სახელით შეექმნა. მიზანი იყო პრობლემის არსის გაგება და მისი ახალ და მშვენიერ რაღაცად გარდაქმნა…

ჰალტენმა, რომელიც თავისი ხეზე დაფუძნებული ხმის ინსტალაციებით არის ცნობილი, ახლა შექმნა მანქანა, რომელსაც CHD-4-ის სახელით გვაცნობს. ეს სინთეზატორი თითქოს ვინილს ჰგავს, მაგრამ ამჯერად იგი 4 რგოლს იყენებს. თითოეული მათგანი ოთხი CHD-ს მქონე ბავშვის გულისცემის ნიმუშისგან შედგება, რომელიც ელექტროკარდიოგრაფიის საშუალებით ჩაიწერეს. მოწყობილობას შეუძლია, ეს ნიმუშები როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე დაუკრას, ამასთან, განსხვავებული ბგერები წარმოქმნას და ეს თითოეული ბავშვის არარეგულარულ გულისცემას უკავშირდება.

ჰალთენსისა და Teenage Engineering-ის მიერ შექმნილი ნამუშევარი ნამდვილად გასაოცარია. იგი ბნელ და მძიმე გამოცდილებას მშვენიერებად გარდაქმნის, – აცხადებს ჰელკვისტი, პიარ სააგენტო Abby Priest-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და პარტნიორი.

რას ემსახურება ეს ყველაფერი? CHD-4 აუქციონზე უკვე გამოვიდა და ეს 28 თებერვლამდე გაგრძელდება, რათა გაიზარდოს ცნობიერება იმ დაავადების შესახებ, რომლითაც ყოველწლიურად 3.1 მილიონი ბავშვი იბადება. მიღებული თანხა კი Swedish Heartchild Foundation-ის არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაირიცხება, რომელიც მხარს უჭერს გულის თანდაყოლილი დაავადების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს. ხოლო თუ თქვენც გსურთ დახმარება, შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ და სასურველი თანხა შესწიროთ.

წყარო: marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close