„ავატარმა“ შემოსავლით „ტიტანიკს“ ისევ გაუსწრო
ჯეიმს კემერონის „ავატარ 2-მა“ ამავე რეჟისორის მიერ გადაღებულ „ტიტანიკს“ სალაროს შემოსავლებით ისევ გაუსწრო და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა (ინფლაციის გაუთვალისწინებლად). ამის შესახებ hollywoodreporter-ი იუწყება.
ორთვიან კინოგაქირავებაში „ავატარის“ მეორე ფილმმა – Avatar: The Way of Water $2.243 მლრდ გამოიმუშავა, აქედან 1.6 მლრდ – ამერიკის გარეთ, მთელ მსოფლიოში.
„ტიტანიკს“ ამ დროისთვის $2.242 მლრდ აქვს გამომუშავებული და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ოსკაროსანი ფილმი კინოგაქირავებაში ხელახლა გამოვიდა და მოსალოდნელია, რომ მისი შემოსავალი კიდევ გაიზრდება.
ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სამეული ასე გამოიყურება:
1. „ავატარი“/Avatar ($2.92 მლრდ) – რეჟისორი ჯეიმს კემერონი;
2. „შურისმაძიებლები: დასასრული“ / Avengers: Endgame ($2.72 მლრდ) – რეჟისორები, ძმები – ენტონი და ჯეიმს რუსოები;
3. „ავატარი: წყლის გზა“/Avatar: The Way of Water ($2.243 მლრდ) – რეჟისორი ჯეიმს კემერონი.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები