იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
პრემიერის ოფისმა განაცხადა, რომ იტალიის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას.
ბერლუსკონიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მელონისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ადგილზე ზელენსკის არ შეხვდებოდა.
ბერლუსკონის თქმით, ზელენსკის აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონზე შეტევა რომ შეწყვიტა, რუსეთი უკრაინას აღარ დაესმებოდა თავს.
imedinews.ge
კომენტარები