ვიდეოქართველები უცხოეთშიარტისტი

ემიგრაციაში როცა მიდიხარ, ეს ნიშნავს ალბათ, რომ შენი ოჯახის შეწირული ცხვარი ხარ – ცუცა კაპანაძე

ცუცა კაპანაძემ „ნოესთან“ გადაცემაში ემიგრაციის რთულ გზაზე ისაუბრა. მსახიობმა თქვა, რომ აშშ-ში წასვლა თავიდან არ უნდოდა, თუმცა ოჯახურმა მდგომარეობამ ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. 

„არ მინდოდა წამოსვლა…მაგრამ იცით, რა არის, სამწუხაროდ, მე არ ვიყავი მარტო. ჩემს უკან იდგა ჩემი ოჯახი, იმ პერიოდში ჩემი მშობლებიც ახალი გარდაცვლილები იყვნენ და აუცილებლად რაღაც უნდა გამეკეთებინა, მე უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. მე არც მეუღლე მყავდა, არც შვილები და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ვიღაც როცა მიდის ემიგრაციაში, აუცილებლად ეს ნიშნავს ალბათ, რომ შენი ოჯახის შეწირული ცხვარი ხარ. … არ ვიცი… მაგრამ მადლობა ღმერთს. ესეც უფლის წყალობაა რომ წამოვედი, მერე რა?!.. მე დღემდე ვუყვარვარ ჩემს მაყურებელს და ამ სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ.

მე და ხათუნა იოსელიანი ერთად წამოვედით… ასე ჩავკიდეთ ხელი და ერთად ჩამოვფრინდით… ორივე ვტიროდით, როცა მოვფრინავდით და ვთქვით, რომ ნუ ვიტირებთ… ჩვენ ფერფლიდან აღვდგებით და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ…

და მადლობა უფალს, რომ ჩვენ მართლაც შევუსრულეთ საკუთარ თავს პირობა“, – თქვა ცუცა კაპანაძემ.

 

ამავე თემაზე: ცუცა კაპანაძე: „უცხო ქვეყანაში არასოდეს იქნები იმ ქვეყნის შვილი…“

ცუცა კაპანაძე ალ პაჩინოს კისერზე ჩამოეკიდა და სიყვარული აუხსნა

ცუცა კაპანაძე ალ პაჩინოს კისერზე ჩამოეკიდა და სიყვარული აუხსნა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close