გერმანიის ერთ-ერთი მმართველი პარტიის ინიციატივით ქვეყანაში სამსახურებრივ სივრცეში მეორე სახელმწიფო ენად ინგლისური უნდა გამოცხადდეს. ამის მიზეზად უცხოეთიდან კვალიფიციური კადრების მოზიდვის სირთულე სახელდება.
შემოდგომაზე გერმანიაში „მწვანე ბარათის“ მსგავსი პროგრამის შემუშავებას განიხილავდნენ, რითაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობის პრობლემა სურთ გადაჭრან.
„საზღვარგარეთის ქვეყნებიდან კვალიფიციურ კადრებს, რომელთაც გერმანიაში სურთ ჩამოსვლა, შესაძლებლობა ექნებათ, ჩვენს ახალ „მწვანე ბარათზე“ შეიტანონ განაცხადი იმის მიუხედავად, ფლობენ თუ არა ისინი გერმანულ ენას“, – განაცხადა თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა იოჰანეს ფოგელმა Guardian-თან ინტერვიუში.
იოჰანეს ფოგელის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც „მწვანე ბარათს“ შეავსებენ და გერმანიაში სამუშაოდ ჩავლენ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ინგლისურ ენაზე შეავსონ ვაკანსია და გაიარონ გასაუბრება.
„გერმანია მეტად კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს საერთაშორისო ბაზარზე ტალანტების მოძიებაში. ჩვენ უკან გვხევს ის ფაქტორი, რომ გერმანული საერთაშორისო ენა არაა. როგორღაც ამის დაბალანსება უნდა მოვახერხოთ“. – ამბობს ფოგელი.
პანდემიის შემდეგ გერმანიაში არასაკმარისი სამუშაო ძალის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. დასაქმების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, სამუშაო ადგილების შესავსებად გერმანიას უცხოეთიდან დაახლოებით 400 000-მდე მუშახელის მოზიდვა ესაჭიროება.
tabula.ge
კომენტარები