მსოფლიოპოლიტიკა

დაკავებულია კიდევ ერთი ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა, რომელიც ქრთამს, სავარაუდოდ, კატარისგან იღებდა – „კატარგეითი“ გრძელდება

კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ტარაბელა მანამდე უკვე გარიცხეს საკუთარი (სოციალისტური) პარტიიდან ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გამო.

ბელგიის პროკურატურაში დაადასტურეს, რომ გამოძიების ფარგლებში, პარასკევს დილით სხვადასხვა ადგილზე ჩხრეკა ჩატარდა.

ბელგიელი მარკ ტარაბელა  ყოფილ ევროპარლამენტართან, იტალიელ პიერ ანტონიო პანცერისთან დაახლოებული პირია, რომლის სახლის ჩხრეკისას 600 000 ევრო აღმოაჩინეს.

ევროპარლამენტმა წინა ხუთშაბათს გამართულ პლენარულ სესიაზე ტარაბელასა და ევროპარლამენტარ ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა. საუბარია ორ სოციალ-დემოკრატ ევროდეპუტატზე, რომელთაგან ერთ-ერთი ქრთამს, სავარაუდოდ, კატარისგან, ხოლო მეორე მაროკოსგან იღებდა.

შეგახსენებთ, რომ კორუფციული სკანდალის გამო, რომელიც ევროპარლამენტში გასული წლის ბოლოს აგორდა, დაკავებულია ოთხი პირი. მათ შორის არის ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ევა კაილი. აღნიშნულ პირებს ბელგიის პროკურატურამ ბრალი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია 1,5 მილიონი ევრო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close