მსოფლიოსაქართველო

რომელ ქვეყნებში შეიძლება განმეორდეს მიწისქვეშა ბიძგები და როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს (ვიდეო)

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, 10-12 დღის განმავლობაში არსებობს ალბათობა, რომ რამდენიმე ქვეყანაში 4.0-6.5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები განმეორდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Earthquake News Everyday ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრის რღვევის ზონაა ხმელთაშუა ზღვის უახლოესი რეგიონები და ქვეყნები:  გიბრალტარი, მალტა, მაკედონია, მონაკო, მაროკო, ეგვიპტე, ალჟირი, ლიბია, მალტა, თურქეთი, ხორვატია, ალბანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, თურქეთი, სირია, ლიბანი, ისრაელი, პალესტინა.

სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა საკითხზე, არის თუ არა საქართველო სეისმურად საშიშ ზონაში და მოსალოდნელია თუ არა ბიძგები.

როგორც სეისმოლოგი განმარტავს, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის მსგავსი საქართველოში მოსალოდნელი არ არის.

ექსპერტების თქმით, საქართველოში სეისმური საშიშროების მატარებელია მთიანი რეგიონები, კავკასიის მთიანეთი და ჯავახეთის ზეგანი, სადაც დასახლების სიმჭიდროვე ნაკლებია და, შესაბამისად, მსხვერპლის რისკიც მცირეა. მისი თქმით, ყველაზე მძლავრი მიწისძვრა, რომელიც შეიძლება მოხდეს საქართველოში, ეპიცენტრში იქნება დახლოებით 7 მაგნიტუდა.

ითვლება, რომ ევროპაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია, 1908 წელს იტალიის სამხრეთით, ქალაქ მესინაში მოხდა. ბიძგებს მაშინ 200 000-მდე ადამიანი შეეწირა. ქალაქში, ფაქტობრივად, არ დარჩა დაუზიანებელი შენობა. მსხვერპლის რაოდენობა მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა და 10-მეტრიანმა ტალღებმაც გაზარდა.

სეისმოლოგიის ისტორიაში ყველაზე ძლიერ მიწისძვრა კი 1960 წელს ჩილეში დაფიქსირდა, მისი მაგნიტუდა 9,5 ბალი იყო რიხტერის სკალით.

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:
თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ, სადაც ხართ;

უფრო ძლიერი მიწისძვრის დროს
თუ ხართ შენობაში:
– პირველ სართულზე თუ ხართ, სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან ფანჯრებიდან;
– მეორე სართულზე და უფრო ზემოთ თუ ხართ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
– არ ისარგებლოთ ლიფტით;
– დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
– თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
– არ აანთოთ ასანთი.

თუ ქუჩაში ხართ:
– გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან;
– არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – საყურადღებო რჩევები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close