მსოფლიოქართველები უცხოეთში

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა – ნანგრევებში ჩვენი 2 მოქალაქე რჩება

თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა – სტიქიის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 3-მდე გაიზარდა.

ქალბატონი ია ჭკადუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, ნანგრევებში რჩება საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ. ჯანჯღავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში საგანგებო შტაბი შეიქმნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ონლაინ ფორმატში გაიმართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

სამინისტრომ და საელჩომ თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია მიწისძვრის შემდგომ საელჩოს მუშაობის სპეციფიკისა და გაწეული საქმიანობის შესახებ და, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ საელჩოსთან მჭიდრო კოორდინაციისკენ, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფლის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით შექმნილია ცხელი ხაზი:

საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280
📞 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400
📞 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close