იტალიაკრიმინალი

16 წელი ძებნაში მყოფი მაფიის ხელმძღვანელი, რომელიც პიცერიაში მუშაობდა, დააკავეს

იტალიის პოლიციამ კიდევ ერთი გაქცეული ბანდიტი დააკავა. 63 წლის ედგარდო გრეკო, მეტსახელად პაოლო დიმიტრიო, საფრანგეთში, იტალიურ რესტორანში მუშაობდა.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, გრეკო ძმების, სტეფანო და ჯუზეპე ბარტოლომეოს მკვლელობაშია ბრალდებული. სავარაუდოდ, ისინი რკინის ჯოხით მოკლა, შემდეგ კი მათი სხეულები მჟავაში დაშალა.

პროკურორმა ნიკოლა გრატერიმ, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობდა, გრეკოს „საშიშ ძებნილად“ ახასიათებს. ედგარდო გრეკო ციხეში რამდენიმე მკვლელობის მცდელობისთვისაც გაასამართლეს, რის გამოც მას „ციხის მკვლელს“ უწოდებენ.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close