სპორტი

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 4 თებერვალს დაიწყო პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემი.

პირველ დღეს ტატამიზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – თემურ ნოზაძე (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ნაკრების დებიუტანტი, მარიამ ციხელაშვილი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) – რომელთაგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა  ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ლამაზი გდებით – იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ეს ლაშას ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ამ პრესტიჟულ ტურნირზე – მან შარშანაც მოიგო პარიზის გრანდ სლემი. შარშან ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელ ჰაშიმოტოს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი არის ოლიმპიური ჩემპიონი (66 კგ, 2012, ლონდონი), მსოფლიოს (73 კგ, 2021 წ. ბუდაპეშტი) და ევროპის ჩემპიონი (66 კგ, 2013, ბუდაპეშტი), ორი ოლიმპიადის პრიზიორი (2020, ტოკიოვერცხლი და 2016, რიო დე ჟანეირო – ბრინჯაო), არაერთი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული.

ხვალ პარიზში რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close