კინო/ფილმებიქართველები უცხოეთში

რომში დაიწყო ფილმის გადაღებები, რომელშიც მერაბ ნინიძე მონაწილეობს

„ოსკარის“ ნიმინაციაზე წარდგენილი ფილმის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ რეჟისორმა ედვარდ ბერგერმა რომში ვატიკანის ტრილერის – „კონკლავის“ გადაღებები დაიწყო.

მასში ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი და იზაბელა როსელინი – ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც მონაწილეობს. იგი ერთ-ერთი კარდინალის როლს ასრულებს, რომელიც სხვა კარდინალებთან ერთად „სიქსტის კაპელაშია“ იზოლირებული პაპის ფარული არჩევნების ჩასატარებლად.

ფილმი „კონკლავი“ რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება. რომანის ადაპტირება ეკრანიზაციისთვის პიტერ სტროგანს ეკუთვნის, რომელიც „ოსკარის“ ნომინანტი და BAFTA-ს მფლობელია „Tinker Tailor Soldier Spy“-სთვის (2011).

რალფ ფაინსი

ახალი ფილმის, „კონკლავის“ სიუჟეტი ვატიკანში ვითარდება. პაპის გარდაცვალების შემდეგ კარდინალ ლოურენსს, რომლის როლსაც რალფ ფაინსი ასრულებს, ავალებენ, დაიწყოს ახალი პაპის პოვნის საიდუმლო პროცესი ვატიკანში. ლოურენსი სწრაფად ხვდება შეთქმულების ცენტრში, რადგანაც კარდინალები ფრაქციებს და წინააღმდეგობებს ქმნიან თავიანთი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ვატიკანში პოლიტიკური მაქინაციების გაძლიერების ფონზე კინოსურათის მთავარი გმირი ხვდება, რომ გარდაცვლილი რომის პაპი მათგან მალავდა საიდუმლოს, რომელიც უნდა ამოხსნას, სანამ ახლა პაპს აირჩევენ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close