ეკონომიკამოგზაურობასაქართველო

2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმი) საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო – ტურიზმის ადმინისტრაცია

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული თანხა დაფიქსირდა – 3,516,634,479 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6 პროცენტით აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი), – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წელთან შედარებით შემოსავლები მოგზაურობიდან +2,271,692,761 (+182.5%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.

„2022 წლის დეკემბერში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს  გადააჭარბა და 363,306,614 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2 პროცენტით აღდგენაა,  2021 წლის დეკემბერთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +237,255,596  (+188.2%) აშშ დოლარით.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების – 71.9 პროცენტი, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 პროცენტი აღდგა.

გასულ წელს საქართველოში, ჯამში, 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5 პროცენტით მეტია.

2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6 პროცენტით აღემატება.

ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში   564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6 პროცენტით აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9 პროცენტია.

2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6 პროცენტით აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7 პროცენტია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close