კულტურასაბერძნეთი

თესალონიკში მეტროს მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 300 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მეტროს მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 300 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს

არქეოლოგების ჯგუფმა, რომელიც „ვენიზელოსის“ სადგურზე გათხრებს აწარმოებდა, აღმოაჩინა ძველი გზის ნაკვალევი, რომელიც თავის დროზე ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალს წარმოადგენდა, ბიზანტიური პერიოდის ხეივანი და XV-XVII საუკუნეების შენობების ნანგრევები.

„აია-სოფიას“ სადგურზე აღმოჩენილია ელინისტური და რომაული პერიოდის ნაგებობების საძირკველი, მარმარილოთი მოპირკეთებული მოედანი, მსხვილი მოზაიკა, აბანო, ბიზანტიური პერიოდის რამდენიმე მაღაზია და სახელოსნო. არტეფაქტები აღმოჩენილია თესალონიკის მეტროს 12 სადგურიდან 6-ზე – ვენიზელოსის და აია სოფიუას გარდა, კიდევ სინტრივანიზე, პანეპტისიმიოზე, ფლემინგზე და ამაქსოსტასიო პლაკასზე.

გასული წლის სექტემბრის დასაწყისში კულტურის მინისტრმა ლინა მენდონიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღმოჩენილი 300 000 არტეფაქტებიდან ბევრი მეტროს სადგურებში განთავსდება, რის სედეგადაც ისინი მუზეუმის ფუნქციასაც შეასრულებენ.

დაგეგმილია, რომ თესალონიკის მეტრო 2023 წლის 31 დეკემბერს გაიხსნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close