საბერძნეთი: პლატფორმა ΔΥΠΑ გაიხსნა – შეიტანეთ განაცხადი 300 ევროს მისაღებად
გააქტიურდა პლატფორმა 300 ევროს ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად, რომელსაც DYPA (ყოფილი OAED) გადაუხდის არასუბსიდირებულ გრძელვადიან უმუშევრებს, რომლებიც ციფრულ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას (Ατομικό Σχέδιο Δράσης – ΑΣΔ) ადგენენ.
ახალი დახმარების მიზანი, რომელიც ინსტიტუციონალიზებულია «Δουλειές Ξανά» კანონის მეშვეობით, არის გრძელვადიან უმუშევართა გააქტიურება განახლებული ციფრული ΑΣΔ-ის შექმნის მიზნით, რომლის საფუძველზეც მათ შეეძლებათ უშუალოდ იმოქმედონ – განავითარონ თავიანთი უნარები დასაქმებისთვის (მაგ.: პროფესიული მომზადებით) და სამუშაო მოძებნონ
ერთჯერადი დახმარების მიღება შეუძლიათ გრძელვადიანი უმუშევრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდეგ პირობას:
- მათი უწყვეტი რეგისტრირებული უმუშევრობა 5 წელზე მეტს ითვლის და მოამზადეს ციფრული ΑΣΔ.
- მათი შემოსავალი არის 16000 ევრომდე (წლიურად) მარტოხელებისთვის, 24000 ევრო – დაქორწინებული წყვილებისთვის, პლუს 3000 ევრო თითოეულ შვილზე, ან 27000 ევრო ოჯახისთვის, რომელშიც მხოლოდ ერთი მშობელია, პლუს 3000 ევრო თითოეულ შვილზე.
დახმარების გადახდის პროცედურა შემდეგია:
პოტენციური ბენეფიციარები შედიან პლატფორმაზე TaxisNet-ის კოდებით ონლაინ მისამართზე: https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/anergia/ephapax-khrematike-parokhe-gia-anergous
გახსენით ან განაახლეთ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (IBAN) 300 ევროს ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ასევე ოჯახური მდგომარეობის შესახებ მონაცემები.
DYPA ამოწმებს პირობების შესრულებას ex officio-ს გზით (უმუშევრობის პერიოდი და ციფრული ΑΣΔ), აგრეთვე, კომპეტენტური ორგანოების (AADE, HDIKA) მონაცემებთან გადაკვეთით.
დახმარება ავტომატურად ჩაირიცხება ბენეფიციარების ანგარიშებზე.
აღნიშნულია, რომ პლატფორმაზე შესვლა და ΙΒΑΝ-ის რეგისტრაცია შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაშია უმუშევარი და შეავსო ციფრული ΑΣΔ.
იმ უმუშევრებმა, რომლებმაც უკვე შეადგინეს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა (ΑΣΔ), უნდა გადაიყვანონ ის ციფრულ ფორმატში, კერძოდ, ისინი TaxisNet-ის კოდებით შევლენ DYPA-ს ელექტრონულ სერვისებში (eservices) და დაადასტურებენ ან განაახლებენ ΑΣΔ-ის მონაცემებს, რათა ის ავტომატურად გარდაიქმნას ციფრულ ΑΣΔ-ად.
ის უმუშევრები, რომლებსაც ჯერ არ დაუსრულებიათ ΑΣΔ, უნდა ჩაეწერონ მიღებაზე დასაქმების მრჩეველთან დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში (ΚΠΑ2) თავიანთ რეგიონში ვიდეოკონფერენციის (MyDYPAlive) საშუალებით ან პირადად.
ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიღებაზე ჩაწერა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
უშუალო ვიზიტზე ჩასაწერად კი უმუშევარმა უნდა გაგზავნოს ელექტრონული წერილი (email) ΚΠΑ2-ზე ან დარეკოს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთიან ქოლ ცენტრში 1555.
მოამზადა ნინო ბაჯელიძემ
კომენტარები