ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16-22 იანვარი

ამ კვირაში მოსალოდნელია ბევრი მაცდური პერსპექტივა, განსაკუთრებით მეწარმეობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. ვინც უარს იტყვის პასიურობაზე და საქმიან წინადადებას დათანხმდება, შეძლებს საგრძნობლად გაზარდოს ჩვეული შემოსავალი. დაკვირვებით მიმოიხედეთ გარშემო და იფიქრეთ იმაზე, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ სხვებზე უკეთ და როგორ შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი აშკარა ნიჭი. პირადი საკითხები, კომუნიკაცია თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან და სხვა, რაც ფინანსური სფეროსგან შორსაა, ამ კვირაში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდება. ისინი ცოტა მოგვიანებით წამოიწევს წინა რიგში, მას შემდეგ, რაც შემოსავლის სტაბილური წყარო გექნებათ.

ვერძი

ამ კვირაში შეძლებთ ქვეცნობიერი შიშის დაძლევას და პრობლემის გადაჭრას, რომელმაც ძალიან შეგაწუხათ. ოთხშაბათს იყავით გახსნილები და გაითვალისწინეთ სხვისი აზრი: უფრო ადვილი იქნება თქვენთან ურთიერთობა და გარშემო მყოფები შეძლებენ დაგიახლოვდნენ. პარასკევს დაუყოვნებლივ დაიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. სამუშაო განრიგში მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება მცირე დრო დაგიტოვოთ ოჯახთან გასატარებლად. შეეცადეთ  აუხსნათ თქვენი პრობლემები და სირთულეები საყვარელ ადამიანებს, რათა ოჯახური კონფლიქტი, პირად ურთიერთობებში დისჰარმონია არ გამოიწვიოს იმან, რომ მათ სათანადო დროს და ყურადღებას ვეღარ უთმობთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

კურო

ამ კვირაში წარმატებებს უნდა ელოდოთ საქმესთან,  კომუნიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ძალიან მჭევრმეტყველი და დამაჯერებელი იქნებით და საუკეთესო კანდიდატი გახდებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ჩასატარებლად, სხვადასხვა ინსტანციაში ყველა სახის დოკუმენტის დასამუშავებლად და თუნდაც საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლებთან საუბრისთვის. ხუთშაბათს პარტნიორებმა შეიძლება შემოგთავაზონ საინტერესო პროექტი, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. საჭიროების შემთხვევაში უარს ნუ იტყვით მეგობრების დახმარებაზე. გაატარეთ შაბათ-კვირა ბუნებაში, ისრიალეთ თხილამურებით, გაისეირნეთ პარკში.

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე: 21.

ტყუპი

ამ კვირაში საბოლოოდ შეძლებთ ხელშესახები შედეგის მიღწევას იმ საქმეში, რომელზეც ამხელა ძალისხმევა გასწიეთ და რისაც ასე გჯერათ. დადგა ყველაზე გადამწყვეტი მოქმედების დრო. ახალი საქმეებისა და პროექტების განხორციელების ძალიან კარგი შანსი გაქვთ, თუმცა შეიძლება გქონდეთ მცირე ფინანსური პრობლემები სამსახურში საკუთარი პროექტის პოპულარიზაციისას მოულოდნელი სტუმრების გამო. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული საქმიანობით ძალიან დაკავებული ხართ, სახლი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. საკმარისი ენერგია გაქვთ ყველაფრისთვის, მათ შორის, რომანტიკისა და პაემნებისთვის. პარასკევი თქვენთვის კვირის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი დღეა.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

კირჩხიბი                                                                              

ეს კვირა უმრავლესობისთვის ყოველმხრივ ძალიან პოზიტიურია. ის საკითხები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაწუხებთ, მოგვარდება. თქვენი შემოსავალი, სავარაუდოდ, გაიზრდება და ეს მოხდება წარსულში განხორციელებული წარმატებული ინვესტიციების გამო. კონცენტრაცია და სწრაფი რეაქცია დავალებების შესრულებაში დაგეხმარებათ. ოჯახის წევრების მიმართ გულუხვი იქნებით და შეეცდებით, მათ დახმარება გაუწიოთ, მაგრამ ამ კვირაში არაფერი ახალი არ უნდა გააკეთოთ, უმჯობესია ძველი საქმეები დაასრულოთ. შაბათ-კვირას შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, სახლში ინტერიერი შეცვალოთ და  არასაჭირო ნივთები მოიშოროთ.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

ლომი

ამ კვირაში შეძლებთ აქტიურად და ნათლად გამოავლინოთ შორსმჭვრეტელობისა და ინტუიციის ნიჭი. კომპლიმენტებისა და ტკბილი დაპირებების მიუხედავად მაინც შეუცდომლად იგრძნობთ, ვისგან უნდა დაიჭიროთ შორს თავი. ხუთშაბათს, სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენი პრობლემებით დაინტერესდებიან. კვირას მნიშვნელოვანი იქნება სიმშვიდისა და თავშეკავების შენარჩუნება, არ აჰყვეთ გარეშე პროვოკაციებს, რომლებიც შესაძლოა უხვად იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი უახლოესი ადამიანი თქვენ მიმართ უფრო მზრუნველი და ყურადღებიანი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 19.

ქალწული

ამ დღეებში სასურველია საკუთარ თავზე არ აიღოთ რაიმე ვალდებულება. თქვენმა თვისებებმა, როგორიცაა გადაჭარბებული ემოციურობა და მიმდინარე მოვლენების დრამატიზებისკენ მიდრეკილება, შეიძლება თქვენი ამბიციური გეგმები შეაფერხოს. ოთხშაბათს შესაძლებელია ღირებული ინფორმაციით გაიხაროთ, შესაძლოა ეს იყოს მომგებიანი საქმიანი წინადადება. მაშინვე არ დათანხმდეთ, მაგრამ არც გააჭიანუროთ პასუხი. შესაძლოა ამ კვირაში თანხის დახარჯვა დაგჭირდეთ, რაც თქვენს პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს სახლის გასარემონტებლად, ავეჯის, მანქანის შესაძენად და ა. შ.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 21.

სასწორი

თქვენს შემოქმედებით იმპულსს ახლა ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. თქვენი გამძლეობითა და წინდახედულობით ამ კვირაში წარმატების გასაღები გამოგიჩნდებათ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. სამშაბათს სასიამოვნო სიურპრიზი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. შაბათი შეიძლება იყოს ამ კვირის ყველაზე სტრესული დღე: სიმშვიდის შესანარჩუნებლად თვითკონტროლი დაგჭირდებათ. იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანი, რადგან  შესაძლებელია, რომ თქვენს ახლობელს დახმარება დასჭირდეს, მაგრამ ამის თქმა მოერიდოს. დახმარება თავად შესთავაზეთ – სიკეთე არ დაგეკარგებათ!

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 18.

მორიელი

ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით კარგი და დატვირთული კვირა გელით. თავს მშვიდად იგრძნობთ, სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში. დიდი შანსია შეხვდეთ ძველ მეგობარს. ბევრი თქვენგანი მიიღებს ფინანსურ სარგებელს ადრე დაწყებული მნიშვნელოვანი საქმიდან. თქვენი მოქმედებებისადმი ნდობა და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი კარიერული ზრდის გარანტია იქნება. შეეცადეთ, დრო გამონახოთ სახლში თქვენი ნივთების მოსაწესრიგებლად, ზედმეტი ყველაფერი მოიშორეთ, ყავლგასული ურთიერთობების ჩათვლით. შაბათს ან კვირას  შესაძლოა რაიმე ღონისძიებაზე მიგიწვიონ, უარს ნუ იტყვით, დროს შესანიშნავად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 17.

მშვილდოსანი

ამ კვირაში შეეცადეთ დიდი დრო  არ გაატაროთ ხმაურიან კომპანიებში. კომუნიკაცია მინიმუმამდე შეამცირეთ. ორშაბათს და სამშაბათს შეეცადეთ სამსახურში არ გადაიტვირთოთ, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც სამუშაოს შედეგებზე, ისე თქვენს კეთილდღეობაზე. სამსახურში სასურველია კოლეგების ინტერესების გათვალისწინება და ინიციატივის აღება, კომპრომისზე წასვლა. მოუსმინეთ მეგობრებისა და ნათესავების რჩევებს: შეიძლება თქვენ ვერც შეამჩნიოთ რამდენიმე მომენტი, მთლიანად ჩაეფლოთ შექმნილ სიტუაციაში, მათ კი შეუძლიათ გვერდიდან დაინახონ თქვენი ზოგიერთი შეცდომა და ამ შეცდომების დროულად გამოსწორება შეძლოთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და ახალი მიზნები დაისახოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

თხის რქა

ვარსკვლავების გავლენის გამო შეიძლება მთელი კვირის განმავლობაში მოგიწიოთ დამატებითი ფუნქციების შესრულება, სოციალური აქტივობების განხორციელება ან ახალი მოვალეობები დაგეკისროთ, რომლებიც მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. არ ინერვიულოთ, ზოგადად, ეს კვირა ძალიან კარგი პერიოდი იქნება თქვენთვის როგორც სამსახურებრივ, ისე პირად ცხოვრებაში – გზაზე დაბრკოლებები არ შეგხვდებათ. თქვენი გამჭრიახობა და დაკვირვება საშუალებას მოგცემთ, წინასწარ განჭვრიტოთ, რა შეიძლება მოხდეს. ეს სერიოზულ უპირატესობას გაძლევთ სოციალურ, ფინანსურ და რომანტიკულ „ფრონტებზე“. კვირის მეორე ნახევარში გადაუდებელი საქმეების გარდა სხვა საქმეებით არ უნდა დაიტვირთოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

მერწყული

ამ კვირაში თქვენ წინაშე დასმული ცხოვრებისეული კითხვები აზრებში, მეტყველებაში სიცხადეს,  მომავლის გეგმებში კი მტკიცედ დარწმუნებას მოითხოვს. მოგიწევთ ახალი ვარიანტების პოვნა, რადგან ძველი გზებით სიარული აღარ გამოგადგებათ. სამშაბათს არ ღირს დიდი პროექტებისა და გეგმების განხორციელების დაწყება, რადგან დიდია სხვადასხვა დაბრკოლებისა და პრობლემის საშიშროება, რაც ძალიან შეგაფერხებთ. ცოტა მოიცადეთ – ბევრი პრობლემა მოგიგვარდებათ და სირთულეები გაქრება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ, უარი თქვათ საქმიან დატვირთვაზე, ეს პერიოდი მშვიდ დასვენებას დაუთმეთ, სასურველია დრო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

თევზები

ამ კვირაში ოპტიმიზმითა და სიცოცხლისუნარიანობით აღივსებით, რაც საშუალებას მოგცემთ, მარტივად გადალახოთ გარდაუვალი დაბრკოლებები და წარმატებას მიაღწიოთ თითქმის ნებისმიერ საქმეში, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ადამიანებთან ურთიერთობის უნარზე. მრავალფეროვანმა აქტივობებმა და ღონისძიებებმა შეიძლება თქვენგან დიდი ძალისხმევა მოითხოვოს, არ მოგცეთ იმის საშუალება, რომ დაისვენოთ და იმდენი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად, რამდენიც გსურთ. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა ნამდვილად არ არის თქვენი მოკავშირე ამ ეტაპზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ნათესავების ან მეგობრების დახმარების და მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 22.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close